სიახლე

„11 საათი, 18 წუთი და 18 წამია ის დრო, როცა „თიმსი“ დათას გასვლას აფიქსირებს....დათა იყო მომავლის ბავშვი, მისი ღიმილი არ უნდა ჩამქრალიყო“ - რას იხსენებს მასწავლებელი, რომელიც ტრაგედიის დროს გარდაცვლილ მოსწავლეს ონლაინგაკვეთილს უტარებდა

„11 საათი, 18 წუთი და 18 წამია ის დრო, როცა „თიმსი“ დათას გასვლას აფიქსირებს....დათა იყო მომავლის ბავშვი, მისი ღიმილი არ უნდა ჩამქრალიყო“ - რას იხსენებს მასწავლებელი, რომელიც ტრაგედიის დროს გარდაცვლილ მოსწავლეს ონლაინგაკვეთილს უტარებდა
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი მოყვა, მათგან 9 გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორისაა 12 წლის დათა შომახია, რომელიც შემთხვევის დროს ონლაინგაკვეთილს ესწრებოდა. მომხდარის შესახებ მისმა მასწავლებელმა, ირმა ვადაჭკორიამ ისაუბრა: „გაკვეთილი 11 საათზე დაიწყო. ჩვენ შემოქმედებითი გაკვეთილი გვქონდა და ვარჩევდით კლასგარეშე ლიტერატურას. დათა ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. შემდეგ მე წიგნის პრეზენტაციას ვაკეთებდი და ესეც მინდა აღვნიშნო, სიმბოლურად, შერჩეული წიგნი იყო ანა ფრანკის დღიური. დღეს ვფიქრობდი, რომ ანა ფრანკის
ბედს იზიარებს დათა, რადგან დათაც, ანა ფრანკის მსგავსად, გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. 11 საათი, 18 წუთი და 18 წამია ის დრო, როცა „თიმსი“ დათას გასვლას აფიქსირებს, როგორც ჩანს, ეს ტრაგედია ზუსტად ამ დროს მოხდა. არანაირი ხმაური არ გამიგია, კამერები არ გვქონდა ჩართული. მე ყოველდღე ვდებ მასალებს ჩემს „ფეისბუკგვერდზე" და ეს არის გამოულეველი მასალა. ძალიან შემოქმედებითი იყო დათა, ყველა წაკითხულ წიგნზე წერდა გამოხმაურებას, რეცენზიას. უამრავი მასალა მაქვს და მინდა, საზოგადოებამ გაიცნოს და ნახოს. ვხედავ სიმბოლურ კავშირს, წინასწარმეტყველებას მის ნახატებში. დედა-შვილის ურთიერთობა, ეს ცალკე თემაა. ასეთი მზრუნველი დედა, ასეთი დაინტერესებული შვილის ყოველი ნაბიჯით, ეს ურთიერთობა და ზრუნვა, წარმოუდგენელია. დათა იყო მომავლის ბავშვი, დათას ღიმილი არ უნდა ჩამქრალიყო“ - ამბობს ირმა ვადაჭკორია. 


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93