სიახლე

„მძღოლი ძვირადღირებულ სამოსში გამოწყობილი ქალის ავტობუსიდან ჩაგდებას აპირებდა, როცა უკანა რიგებიდან მოხუცი გამოჩნდა...“ - სიკეთე, რომელიც არ იკარგება

„მძღოლი ძვირადღირებულ სამოსში გამოწყობილი ქალის ავტობუსიდან ჩაგდებას აპირებდა, როცა უკანა რიგებიდან მოხუცი გამოჩნდა...“ - სიკეთე, რომელიც არ იკარგება
თანამედროვე სამყაროში ადამიანური სიკეთის ისტორიები ბევრს შთააგონებს, რადგან ამის მაგალითები ჩვენ გარშემო არც ისე ბევრია. უფრო ხშირად გულგრილობისა და უგულებელყოფის შემთხვევებს ვხვდებით. ამპარტავან ადამიანს შეუძლია ზოგჯერ ყველაზე სასიამოვნო წუთიც კი ნამდვილ ჯოჯოხეთად აქციოს, ამის ნათელ მაგალითს კი ქვემოთ წაიკითხავთ:

ნატალია საოცარი ქალია. იგი ძალიან ადრე გახდა მდიდარი ქმრის მემკვიდრე, რომელიც მას ბავშვობაში შეუყვარდა. მის ქმარს ვალენტინი ერქვა. მათ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს და სწავლის დამთავრებისთანავე იქორწინეს. ვალენტინი გამჭრიახი გონების ა
დამიანი აღმოჩნდა, რომელმაც წარმატებით აწარმოა არაერთი მოლაპარაკება და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ამ საქმემ მას მალე დიდი შემოსავალი მოუტანა. ქორწილიდან 5 წლის შემდეგ ვალენტინს საშინელი ავარია შეემთხვა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხადია, საყვარელი ქმრის დაკარგვა ნატალიასთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. მან გადაწყვიტა, ყურადღება საქმეზე გადაეტანა და ქალაქში საუკეთესო დიზაინერი გახდა. მან დააარსა საკუთარი მოდის სახლი და მისმა სამოსმა ადგილი ყველაზე გემოვნებიანი ქალების გარდერობში დაიკავა. ეს წარმატება დაეხმარა მას, გამკლავებოდა დიდ ტრაგედიას.



ნატალიას ქმრის გარდაცვალების შემდეგ სძულს მანქანით სიარული. ის ყოველთვის ავტობუსით მგზავრობს. სწორედ ავტობუსში მოუვიდა მას უსიამოვნო შემთხვევა, როცა უცხოელ პარტნიორებთან შესახვედრად მიდიოდა. სიჩქარეში მას საფულე სახლში დარჩა. მძღოლმა მას დასცინა და გადაწყვიტა, მდიდრულად ჩაცმული ახალგაზრდა ქალი ავტობუსიდან გაეგდო. „ვიცნობ შენნაირ შარლატანებს, რომლებიც გამოეწყობიან მდიდრულ კაბებში და ავტობუსში ფულის გადახდა კი არ უნდათ“ -ამბობდა ის და ის იყო, ნატალია ავტობუსიდან უნდა ჩაეგდო, როცა საქმეში ერთი ქალი ჩაერია. მოხუცმა ნატალიას მგზავრობის თანხა გადაიხადა და ის დაამშვიდა. ქალი არც ისე კარგად იყო ჩაცმული, გაცრეცილი, გაცვეთილი მაისური ეცვა... ნატალიამ მისი ხელები დაკოცნა და მილიონი მადლობა გადაუხადა. მას ტელეფონის ნომერი და სახლის მისამართიც გამოართვა.

მეორე დღეს იგი წავიდა მოხუცი ქალის სანახავად. აღმოჩნდა, რომ ის ცხოვრობდა ქალიშვილთან, ნიჭიერ მხატვართან ერთად. ქალიშვილს არ შეეძლო სიარული და ინვალიდის ეტლში იჯდა. ნატალია იმ დროს ეძებდა ადამიანს, რომელიც მის აზრებს ფურცელზე გადაიტანა და ზუსტად ისეთ ესკიზებს შექმნიდა, როგორსაც დაავალებდა. ისინი სწორ დროს შეხვდნენ ერთმანეთს! ასე რომ, ანამ, მოხუცი ქალის ქალიშვილმა, იპოვა შესანიშნავი სამუშაო და ბებია, რომელიც აღმოჩნდა ბევრად უფრო ახალგაზრდა, ვიდრე თავდაპირველად ნატალიას მოეჩვენა, მისი კარგი მეგობარი გახდა. ისინი ხშირად ატარებენ შაბათ-კვირას ერთად. ანა პირველად მუშაობდა დისტანციურად სახლიდან, ხოლო შემდეგ ნატალიამ მისთვის მძღოლი გამოყო და ის უკვე ოფისშიც ახერხებდა სიარულს.
ამპარტავანი და უგულო ადამიანები ჩვენ გარშემო ყოველთვის იქნებიან. მთავარია, რომ სიკეთე და თანაგრძნობა დავინახოთ და გამოვხატოთ მაშინ, როცა ეს სხვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ სიკეთე ამ სამყაროში უკვალოდ არ იკარგება!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93