სიახლე

"ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ოღონდ იჯდეს სახლში... კოვიდ პასპორტის გარეშე რომ აეკრძალოს ყველას ხალხმრავალ ადგილებში შესვლა" - ეკა ჩხეიძე

"ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ოღონდ იჯდეს სახლში... კოვიდ პასპორტის გარეშე რომ აეკრძალოს ყველას ხალხმრავალ ადგილებში შესვლა" - ეკა ჩხეიძე
მსახიობი ეკა ჩხეიძე სოციალური ქსელით ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება.

"რისთვის აიცრა ჩემი 19 წლის შვილი, თუ ისევ ონლაინ ლექციებზე იჯდებოდა? მთელმა ევროპამ მოახერხა დარეგულირება - გახსნეს უნივერსიტეტებიც, თეატრებიც და კაფეებიც, ოღონდ, აცრილებისთვის!

იყოს ნებაყოფლობითი - ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ოღონდ იჯდეს სახლში!

ვისაც სწავლა და საქმის კეთება უნდა, ვის ან რატომ უნდა ელოდოს? ან იქნებ გაწყობთ უსწავლელი თაობა?!

რა 4000 დღეში და თავიდან ჩაკეტვები??? დაგვცინით???!

კოვიდ პასპორტის გარეშე რომ აეკრძალოს ყველას ხალხმრავალ ადგილებში
შესვლა, მოიმატებს ვაქცინაციაც....ვისაც არ ენდომება, ღმერთმა კარგად ამყოფოს....გავიდა ცხოვრება...ისედაც ტ...ში ვართ!

ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ეკა ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Ოთარი
Გეთანხმებით.
21:18 / 13-10-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93