"ეკატერინა ფანგანი საქართველოში არსებულ ეპიდმდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ყველაზე მეტად სიტყვები “ჯოგური იმუნიტეტი” აღიზიანებს.
"ყველაზე მეტად მაღიზიანებდა სიტყვები “ჯოგური იმუნიტეტი”. ვინც ამას ამბობდა, მეგონა (ახლაც მგონია) ადამიანთმოძულე, ბოროტი არსება. ერჩივნათ, რომ არაფერი არ დაკეტილიყო, ეცხოვრათ, ეგულავათ და, სამაგიეროდ, ვინც გადაიტანდა კოვიდს, გადაიტანდა და ვინც არა, დაიხოცებოდა.
მაგრამ ახლა, როცა ამდენი აცრაა, უკვე ფუჭდება აცრები და მაინც არ იცრება ხალხი. დღევანდელი მაჩვენებელი არის 4️⃣4️⃣7️⃣5️⃣ ინფიცირებული და 3️⃣7️⃣ გარდაცვლილი!
მე აღარ მინდა მშიშარა, ჩამორჩენილი აზროვნების ან სრულიად უაზრო ადამიანების გამო ისევ სრულად დაკეტვა და შევიწროებული ცხოვრება!
უკვე ძალიან ბევრმა რამდენიმე თვის წინ გავიკეთეთ აცრები, აცრილმა ორსულებმა გააჩინეს ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები ოთხივე აცრით ავიცერით და ყველა კარგად ვართ, არ ამოგვივიდა არც რქები და არც კუდები, არც რობოტებად გადავიქეცით.
ანტივაქსერები ამბობენ, რომ მათი სადმე არშეშვება არის ადამიანების დისკრიმინაცია! ჩვენ კი ვამბობთ, რომ თქვენ გამო ჩვენ ცხოვრება აღარ გვაქვს და თქვენ ხართ საზოგადოებისთვის საშიშები!
კოვიდით გარდაცვლილების 99% არის აუცრელი!
მაშინ იყოს ჯოგური იმუნიტეტი, ვინც გადაიტანს, გადაიტანს და ვინც საავადმყოფოშიც ვერ მოხვდება, პრეტენზიები მხოლოდ საკუთარ თავთან. მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი.
მთავრობა, ექიმები, ჯანდაცვა, სისტემა.. ბლააა-ბლააა-ბლააა არ გავიგოთ
ნორმალური ცხოვრება გვინდა!" - წერს ფანგანი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>