სიახლე

ფოტოგრაფმა, რომელსაც ქორწილში ჭამა აუკრძალეს, ყველა სურათი წაშალა - შურისძიება ყველაზე "სასტიკი" მეთოდით

ფოტოგრაფმა,  რომელსაც ქორწილში ჭამა აუკრძალეს,  ყველა  სურათი  წაშალა - შურისძიება ყველაზე "სასტიკი" მეთოდით
ინ­ტერ­ნეტ­ში ალი­ა­ქო­თი გა­მო­იწ­ვია ქორ­წილ­ში მომ­ხდარ­მა უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბავ­მა. საქ­მე ისაა, რომ ფო­ტოგ­რაფ­მა ახ­ლად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლის სუ­რა­თე­ბი წა­შა­ლა. მი­ზე­ზი ისაა, რომ ქორ­წილ­ში არც შე­ას­ვე­ნეს და არც საჭ­მე­ლი აჭა­მეს. გაბ­რა­ზე­ბულ­მა კი შური ყვე­ლა­ზე "სას­ტი­კი მე­თო­დით" იძია.

თავ­და­პირ­ვე­ლად მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ Reddit-ზე ფო­ტოგ­რაფ­მა თვი­თონ­ვე და­წე­რა, რის შემ­დე­გაც ამ­ბა­ვი სხვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­საც სწრა­ფად მო­ე­დო. ამე­რი­კე­ლი ქალი წერს, რომ მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფია და მე­გო­ბარს, რო­მელ­საც ფუ­ლის და­ზოგ­ვა სურ­და, სა­ქორ­წი­ლო ფო­ტო­სე­სი­ა­ზე უარი არ უთხრა.

“წყვილს 10-სა­ა­თი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ბი­უ­ჯეტ­ში მხო­ლოდ 250$ ჰქონ­და და მა­ინც
დავ­თან­ხმდი. დი­ლის 11:00 სა­ა­თი­დან ვმუ­შა­ობ­დი შუ­ა­დღის ხუთ სა­ა­თამ­დე. ხუთი წუ­თი­თაც კი არ შე­მის­ვე­ნია. როცა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის საკ­ვე­ბი მო­ი­ტა­ნეს, საჭ­მე­ლად დაჯ­დო­მა ამიკ­რძა­ლეს და მი­თხრეს, რომ ჭა­მის უფ­ლე­ბა არ მქონ­და და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.
არც ერთ მა­გი­დას­თან არ იყო ჩემ­თვის ად­გი­ლი შე­ნა­ხუ­ლი. ამ დრო­ის­თვის უკვე ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და მცხე­ლო­და", - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა "ინ­დე­ფენ­დენ­თი" მის სი­ტყვებს.

ფო­ტოგ­რა­ფის გან­მარ­ტე­ბით, ნე­ფეს შეს­ჩივ­ლა, მან კი მუ­ქა­რით უთხრა, რომ ან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას გა­აგ­რძე­ლებ­და, ან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის გა­სამ­რჯე­ლოს სა­ერ­თოდ არ მი­ი­ღებ­და და წვე­უ­ლე­ბი­დან წა­ვი­დო­და.
გააგრძელეთ კითხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93