სიახლე

"არ ვიცი, რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ კოვიდი თავისით გაქრება... ძალიან საშიში ზამთარი გველოდება წინ" - ნანა გეგეჭკორი

"არ ვიცი, რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ კოვიდი თავისით გაქრება... ძალიან საშიში ზამთარი გველოდება წინ" - ნანა გეგეჭკორი
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ პოსტს აქვეყნებს:

"არ ვიცი, რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ კოვიდი თავისით გაქრება...
თუ არ ჰგონიათ, ისე რატომ იქცევიან, თითქოს არ არსებობდეს.
რატომ ჩაგვკეტესო, მერე გაბრაზებას, დროულად მიხედეთ თავს. ნურავის მისცემთ მიზეზს სახლებში გამოგკეტონ.
დაიცავით პანდემიური წესები: დისტანცია, ნიღაბი, ჰიგიენა და რაც მთავარია, სასწრაფოდ აიცერით, რომ სიკვდილს დაუსხლტეთ ხელიდან.
ძალიან საშიში ზამთარი გველოდება წინ, თუ დროზე არ შევცვალეთ ქცევა... არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს ჯანდაცვა იგივეა, რაც
წინა ტალღების დროს იყო. შედეგებიც ისეთივე მძიმე იქნება სამწუხაროდ.
და კიდევ, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ონლაინ სწავლება უდიდეს საფრთხეებს შეიცავს ბავშვებისთვის ბევრი მიმართულებით. ნუ გაწირავთ მომავალს.
თქვენი შვილების მომავლისთვის დაიცავით პანდემიური წესები.
ნუ გაიმეორებთ შეცდომებს", - წერს ნანა გეგეჭკორი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93