სიახლე

რატომ არ ჭამენ სამეფო ოჯახში მოლუსკებს და რატომ ეკრძალებათ მათ „მონოპოლის“ თამაში - სამეფო ოჯახის პროტოკოლის უცნაური წესები

რატომ არ ჭამენ სამეფო ოჯახში მოლუსკებს და რატომ ეკრძალებათ მათ „მონოპოლის“ თამაში - სამეფო ოჯახის პროტოკოლის უცნაური წესები
სამეფო ოჯახიs ცხოვრება იმაზე რთული და სტრესულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სამეფო ოჯახის წევრებისთვის არაერთი პროტოკოლი მოქმედებს, რომლებიც თანმიმდევრულად და ზედმიწვენით უნდა დაიცვან, რადგან მათ მილიონობით თვალი აკვირდება. ზოგიერთი წესი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სასაცილოდაც კი შეიძლება ჟღერდეს. ქვემოთ წაიკითხავთ ყველა უცნაურ წესს, რომლებიც სამეფო ოჯახში მოქმედებს:




1. არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ დედოფლის ჩანთას. ეს სამეფო ოჯახის ყველა წევრისთვის აკრძალულია. ჩანთა მონარქისთვის მნიშვნელოვანი ატრიბუტია და ის არა მხოლოდ აქსესუარის, არამედ სოციალური სიგნალების გადაცემის საშუალებაცაა. მაგალითად, როცა ელისაბედ
მეორე ჩანთას მაგიდაზე დებს, ეს ნიშნავს, რომ მას იმ ადგილის სწრაფად დატოვება სურს;

2. სამეფო ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს უფლება, ითამაშოს სამაგიდო თამაში „მონოპოლი“;

3. მონარქი და მისი მემკვიდრეები არასდროს მგზავრობენ ერთი თვითმფრინავით. ამას ლოგიკური ახსნა აქვს და თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემთხვევაში ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალების პრევენციისთვისაა დადგენილი;

4. ჩაის სმის დროს ფინჯანი აუცილებლად ცერა და საჩვენებელი თითებით უნდა დაიჭირონ, ჩაი კი ყოველ ჯერზე ერთი და იმავე ადგილიდან უნდა მოსვან, რათა ტუჩსაცხი მთლიან ფინჯანს არ მოედოს;

5. სამეფო ოჯახის წევრ ქალებს ორსულობის 12 კვირაზე ადრე გამხელა კატეგორიულად ეკრძალებათ, 12 კვირის შემდეგ კი ამ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ოფიციალურად ავრცელებს;

6. საჯარო გამოსვლების დროს სამეფო ოჯახის წევრი ქალი მეუღლეზე ოდნავ წინ და გვერდით უნდა იდგეს;

7. სამეფო ოჯახის წევრებს მოგზაურობის დროს ყოველთვის თან აქვთ სამგლოვიარო სამოსი იმ შემთხვევისთვის, თუ მოულოდნელად დაკრძალვაზე მოუწევთ წასვლა;

8. სანამ სამეფო ოჯახის წევრი ქალს ხელს სთხოვს, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომ ქალი თანახმაა და თანხმობა უნდა ჰქონდეს დედოფლისგანაც;

9. სამეფო ოჯახის წევრი ქალებისთვის ერთი შვილის ყოლა დაუშვებელია, მათ მინიმუმ ორი შვილი უნდა გააჩინონ;

10. სამეფო ოჯახის წევრები ძალიან იშვიათად მიირთმევენ მოლუსკებს. ამით საკვებით ინტოქსიკაციის პრევენციას ახდენენ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93