საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში ფსიქიატრიული კლინიკის აშენების აუცილებლობაა.
"ეს ბიზნესმენები და მშენებლები ვეღარ მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ამდენი საცხოვრებელი კორპუსების აშენებით,რესტორნების თუ სხვადასხვა კომპანიების დაარსებით,100 წელი იმხელა მოგებას ვერ ნახავენ,როგორც ერთი მამაპაპური,რესპუბლიკური საავადმყოფოს მასშტაბის,კარგად გარემონტებული,ლუქსუს პირობებიანი ფსიქიატრიული კლინიკის,ე.წ."საგიჟის"აშენებით!! ძალიან დიდ მადლს იზამთ და კონკურენციაც არ გექნებათ!
მერწმუნეთ,ყველა რესტორანზე და კორპუსზე ბევრად დიდ ფინანსურ მოგებას მოგიტანთ ქვეყანაში ამდენი ნაპოლეონების,ჩერჩილების,ზვიად გასახურდიების,მერაბ კოსტავების,ნოე ჟორდანიების,ილია ჭავჭავაძეების,მარია კალასების,ლუჩანო პავაროტების,მარგარეტ ტეტჩერების,დავით აღმაშენებლების,მეფე ერეკლეების,ჟანა დ'არკების,ფ.დ.რუზველტების,ერნსტ ჰემინგუეების,ფედერიკო ფელინების,პიკასოების,ივერიის გამბრწყინებლების თუ დამაქცევრების ა.შ. მკურნალობა!!
შემდგომ უკვე,თანამედროვე"ავლიპიც" ადვილად მოიძებნება.მთავარია დაინტერესება იყოს.
მახსოვს ჩვენი დიდი მაესტრო ნოდარ ანდღულაძე ხუმრობდა ხოლმე:"კაცი რომ იტყვის ნაპოლეონი ვარ-საგიჟეში მიჰყვთ და რომ იტყვის ენრიკო კარუზო ვარ-ჩემთან მოყავთ"ო????????????
პ.ს. აქ სახუმარო არაფერია... ქვეყანას ცენტრში ერთი ფსიქიატრიული არ გააჩნია... თითქოს საჭიროება არ არსებობდეს. ამიტომ მოგვიმრავლდნენ ეს გამსახურდიები,ჭავჭავაძეები,
მარგალიტა ჩერჩეტები და
დავით "დაღმამშენებლები", - წერს თამარ ივერი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>