სიახლე

„ვიდეო მაჩვენეს, ხომ ხედავ ამ გოგოს, ეს არის მკვლელიო“ - ახალი დეტალები 25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში

„ვიდეო მაჩვენეს, ხომ ხედავ ამ გოგოს, ეს არის მკვლელიო“ - ახალი დეტალები 25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში
17 ოქტომბერს საბურთალოზე, გაზაფხულის N23-ში, 25 წლის ანასტასია შატალოვა მოკლეს. მეზობლები ამბობენ, რომ, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე 5-ჯერ მიჯრით გასროლის ხმა გაიგონეს. მათივე თქმით, სროლამდე ხმაურისა და ყვირილის ხმა ესმოდათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს, შვილის წართმევაში ადანაშაულებდა და მასთან სამართლებრივ დავას აწარმოებდა. საქმეზე სამი პირი დააკავეს, თუმცა ოფიციალურ უწყებებს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ მათ, თავდაპირველად, პოლიციამ ახალგაზრდა ქალის ფოტო აჩვენა და
ამბობდნენ, რომ მკვლელი სწორედ ეს ქალი იყო, დაკავებულს კი თანამზრახველობას ედავებოდნენ: „შემოვიდნენ სახლში, ჩემს ქმარს დაუწყეს ცემა, შემდეგ მე შემათრიეს მეორე ოთახში და გვირტყამდნენ. რაღაც ვიდეო მაჩვენეს, ხედავ ამ გოგოს, ეს გოგო არის მკვლელიო“ - იხსენებს დაკავებულის მეუღლე.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93