თბილისის ცენტრში მოკლული ქალის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა სამართალდამცველებს ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული აქვთ საკმაოდ ვრცელი ვიდეომასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას სავარაუდო დამნაშავეების გადაადგილების მარშრუტიც დადგენილი აქვს - მთავარი ვერსია შეკვეთილი მკვლელობაა.
"კურიერის" ინფორმაციით, მოკლული შვილის ნაქირავებ ბინაში მისული იყო მამა, რომელიც საქართველოში რუსეთიდან დღეს დილით ჩამოფრინდა.