სიახლე

"მე-9 თვეში ვარ; ეს სტრესი, რაც მე ახლა მომაყენეთ, ენით აღუწერელია... თან ქალებმა, რომლებმაც არ იცით" - ალექსანდრა პაიჭაძე მარიამ კუკუნაშვილს პასუხობს

"მე-9 თვეში ვარ; ეს სტრესი, რაც მე ახლა მომაყენეთ, ენით აღუწერელია... თან ქალებმა, რომლებმაც არ იცით" - ალექსანდრა პაიჭაძე მარიამ კუკუნაშვილს პასუხობს
ალექსანდრა პაიჭაძე სოციალური ქსელით მარიამ კუკუნაშვილს პასუხობს, რომელმაც ალექსანდრასა და დავით კოდუას ურთიერთობა საჯაროდ განიხილა და დაწერა, რომ ქალები ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ და პარტნიორის წარსულს პატივს უნდა სცემდნენ.

"ღმერთო რა სიმდაბლეა მარიამ მაინტერესებს რატომ წერ ცილისმწამებლურ პოსტს. დამირეკე რა, არცერთ სიტყვაში არ გეთანხმები და უბრალოდ ამიხსენი ამას რატომ უკეთებ მართლა დათოს. მე მკიდია ჩემზე რას იფიქრებთ. არ იცით საერთოდ რეებს კადრულობს მისი მეუღლე და რაას შვება ამ ცხოვრებაში და გეხვეწებით სანამ სასამართლოა რა
ჯანდაბა გჭირთ. 1 სქრინით შემიძლია მოვატრიალო მთელი პროცესი მაგრამ არ ვიკადრებ ზუსტად ქალური სოლიდარობის გამო. ოჯახის ერთობაზე და სიყვარულზე გთხოვ ნუ ლაპარაკობთ. მე-9 თვეში ვარ ეს სტრესსი რაც მე ახლა მომაყენეთ ენით აღუწერელია. თან ქალებმა. რომლებმაც არ იცით", - წერს ალექსანდრა, რომელიც ცდილობდა მარიამთან მობილური ტელეფონით დაკავშირებას, თუმცა კუკუნაშვილმა არ უპასუხა და დაწერა:

"ბოდიში ალექსანდრა, შენთვის ცუდი არ მინდა. ყველა ქალისთვის მინდა და მთელი გულით მემეტება სიყვარული, სიმშვიდე და გვერდით დასაყრდენი, ჩამოყალიბებული კაცი. ისეთი, ვინც ისე ალაგებს პირად ურთიერთობებს რომ ქალებს სახეს არ აძრობს და ფეკერის ფსკერზე არ დაჰყავს და იქ , ტალახში არ აგორავებს სახედაკარგულებს. ბოდიში, მაგრამ ვერ გიპასუხებ. ქალების ნაწილი რომ კამბალა თევზები არიან და კოდუას ყოფილი ყველაზე ამაზრზენი არსება დედამიწაზე, მაგაზე ეხლა მე და შენ დიალოგი ვერ გვექნება და შეწყვიტე რეკვა. მთელი გულით გისურვებ სიკეთეს და სიყვარულს…
პ.ს. სიყვარული იავარდით მოფენილი სწორი ბილიკი არ არის. ხანდახან იცის ხოლმე გზებმა აცდენა. მაგრამ უკან უნდა დაბრუნდე და თუ ვერ დაბრუნდები ვერავინ და ვერაფერი გამოდგება ინდულგენციად.. მითუმეტეს, ბავშვები არ არიან საშუალებები, ორსულობა არ არის საშუალება და თუ არის, მაგ ლოგიკით მოდით ჯერ უკვე გაჩენილ, თავმოყვარე ბავშვებზე იფიქრეთ, რომლის დედასაც ყოველდღე მაიმუნს ადარებენ, ისე თითქოს საკმარისი არ იყოს ის რაც სტკივათ. გსმენიათ რამე ამ ასაკის ბავშვების თვითმკვლელობაზე?

კოდუა და მისი ფულები რომ არ მშურს მაგაში მაინც ხო არ გეპარება ეჭვი . შენ შეძლებ რომ ბევრად კარგად იყო. ,,ორანგუტანგებთან,, გასაყოფი კაცი არაფერში გჭირდება იქ ესპანეთში რომ დაასეირნებს შიგადაშიგ. თავად წეროს კოდუამ პოსტები თუ რა ძვირფასი ხარ .. მოკლედ მე გაფასებ, მიყვარხარ და მეტი მემეტება შენთვის და ყველა ქალისთვის. იმედია მოვა დრო და გამიგებ".


ასევე დაგაინტერესებთ:

"დიდი ბოდიში ალექსანდრასთან, მაგრამ ეს რომ არ დავწერო, არ შემიძლია... შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ?" - მარიამ კუკუნაშვილი

"არ დაიჯეროთ, ხალხო, არავინ, რომ დათო ოდესმე მიატოვებს ცოლს... რაც არ უნდა მოხდეს... ძალიან ძლიერი ფესვები აქვს მათ სიყვარულს" - რას წერს ია ფარულავა დავით კოდუაზე


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93