კობა ნაყოფია ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის, რომელიც პარლამენტში დიდი ბიზნესიდან მივიდა. მისი სახელი წლებია, რაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება და ყოველთვის აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, რომელიც პარტიასთან არის დაკავშირებული. კობა ნაყოფია ყურადღების ცენტრში ამ დღეებში მეორედ მოექცა. მას შემდეგ, რაც საზოგადოება დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის წყვილზე ალაპარაკდა და მათ შორის 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის შესახებ დაიწერა. გაახსენდათ კობა ნაყოფია, რომელიც ასევე ოცი წლით უმცროს ქალზეა დაქორწინებული.
რეალურად კი ახალი არაფერია, ნაყოფიასთვის ეს მეორე ოჯახია. წყვილი უკვე ოთხი წელია ერთად ცხოვრობს და 2017 წელს საერთო შვილი შეეძინათ. მილიონერის რჩეული გვანცა ბიწკინაშვილია, ქალი არასამთავრობო ორგანიზაცია UNDP-ს გუნდში ადმინისტრაციისა და ფინანსების ასისტენტად მუშაობს.
კობა ნაყოფიას სკანდალური ქორწინების შესახებ ჯერ კიდევ წლების წინ ჭორაობდნენ. თუმცა მას პირად ცხოვრებაზე მედიასთან არასოდეს უსაუბრია. ამბობდნენ, რომ დეპუტატის ახალი რჩეული მისი შვილის, ნატალია ნაყოფიას მეგობარი იყო.
თუმცა ასევე ვრცელდებოდა ჭორი, რომ რეალურად გვანცა, შვილის კი არა, ყოფილი რძლის, ხათუნა სხირტლაძის მეგობარი გახლდათ. კობა ნაყოფია და გვანცა ბიწკინაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში ჯერჯერობით არ არიან. 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში პარლამენტარს ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მესამე შვილი, გიორგი ვასილი ნაყოფია ჰყავს მითითებული, რომელიც 2017 წელს გვანცასგან შეეძინა.
გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები