უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, "თალიბებმა" ავღანეთის ფრენბურთის ქალთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი მაჰაჯაბინ ჰაკიმი სიკვდილით დასაჯეს.
სააგენტოების ცნობით, გოგონა სავარაუდოდ 2021 წლის 21 ოქტომბერს მოკლეს, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები დუმილს არჩევდნენ, რადგან მათ ღიად ემუქრებოდნენ.
ფრენბურთის საერთაშორისო ასოციაციამ კი გამოცემა Independent Persian-ს მიმართა და მოითხოვა, შემთხვევაზე განმარტებები სწრაფად გაკეთდეს.
The New York Post-ის ცნობით, ფრენბურთელი გოგონა ქაბულში დასაჯეს, მას "თალიბებმა" თავი მოკვეთეს, შემდეგ ფოტო გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
Independent Persian-ის ცნობით, გოგონას დასჯის ამბავი მათ ერთ-ერთმა მწვრთნელმა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ის ოქტომბრის დასაწყისში მოკლეს. როგორც მწვრთნელი გამოცემასთან ამბობს, მაჰაჯაბინი ქაბულის ფრენბურთის კლუბში "თალიბების“ მთავრობაში მოსვლამდე თამაშობდა:
"ის კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფრენბურთელი იყო", - ამბობს გამოცემასთან მწვრთნელი.
მწვრთნელის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქაბულში "თალიბები“ შეიჭრნენ, სპორტსმენები, განსაკუთრებით კი ქალები დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, მათ ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები უთვალთვალებდნენ, უვარდებოდნენ სახლებში და ჩხრეკდნენ საცხოვრებლებს.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>