სიახლე

„მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ... ახლა შენ გვასწავლი და გვზრდი, ჩემო ანგელოზო, რადგან ისევ გავხდეთ შენთან შეხვედრის ღირსი“ - ნიკო კვარაცხელიას დედა წერილს აქვეყნებს

„მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ... ახლა შენ გვასწავლი და გვზრდი, ჩემო ანგელოზო, რადგან ისევ გავხდეთ შენთან შეხვედრის ღირსი“ - ნიკო კვარაცხელიას დედა წერილს აქვეყნებს
კომპანია FeedC-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილი, რომელიც ნიკოს დედამ გამოაქვეყნა:



„ხვალ ნიკოს 40-ია, გავკადნიერდები და ლოცვით შემოგევედრები ღვთისმშობელო. 40 დღე გადის და ხვალ ჩემი ნიკო ღვთის მოშიში, ერთგული და ღირსეული შვილი ზეცაში სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს. შეიფარე მისი შეურყვნელი სული, უწინამძღვრე და მოუშუშე ნაიარები, სითბო და მფარველობა არ მოაკლო, 22 წელი სიყვარულსა და სითბოში გაზრდილ შვილს მხოლოდ
ღმერთის, ადამიანებისა და სამშობლოს სიყვარულს, თანადგომას და მეგობრობას ვასწავლიდით. რას წარმოვიდგენდით, რომ ასეთი ნიკო ეშმაკის მიერ დაბრმავებული, დამონებული, წაქეზებული, სისასტიკეს, ბოროტებას და შურს დამორჩილებული ადამიანების მსხვერპლი გახდებოდა.

მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ და შემოგვედრებთ, გთხოვ, სინანული მიმადლე, იმ საბრალო, ბოროტებით დაბრმავებულ ადამიანებს, სინანული მიმადლე მათ დედებს, რომლებმაც შვილებს სიყვარული ვერ ასწავლეს. სამძიმარს ვუცხადებ, ჩემი შვილის მკვლელობაში რაიმე ფორმით მონაწილე ოჯახებსაც, ვწუხვარ, ნამდვილად ვწუხვარ, რომ თქვენი გულებიდან სიკეთე, სიყვარული განდევნეთ! თქვენი განმსჯელი ამქვეყნად კანონი და ზეცაში ღმერთია! ნიკო, შენი მშობლები მარადიული ცხოვრებისთვის ვემზადებით! ახლა შენ გვასწავლი და გვზრდი, ჩემო ანგელოზო, რადგან ისევ გავხდეთ შენთან შეხვედრის ღირსი! ღვთისმშობელს და იესო ქრისტეს ებარებოდე დე! ღვთისმშობელო მარიამ, ზეცაში ნიკოს გაბარებ, ამქვეყნად კი ყველას შვილი დაულოცე და შენი კალთა გადააფარე", - ნათქვამია ნიკოს დედის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93