სიახლე

„ზარი რომ დაირეკა, მოირბინა და დედაჩემი იყავიო - მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს... კარგი, ვიქნები-მეთქი, დავპირდი” - მასწავლებლის ემოციური ისტორია

„ზარი რომ დაირეკა, მოირბინა და დედაჩემი იყავიო - მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს... კარგი, ვიქნები-მეთქი, დავპირდი” - მასწავლებლის ემოციური ისტორია
სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ემოციური წერილი, რომლის ავტორიც პედაგოგი ნანა ბეკოშვილია: „ზარი რომ დაირეკა, მოირბინა ჩემს მაგიდასთან და დედაჩემი იყავიო რა - მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს... კარგი, ვიქნები-მეთქი, იმწამსვე დავპირდი. ძალიან უბრალოდ, საიდუმლოდ დავდეთ შეთანხმება და ვიგრძენი, რომ საიდანღაც ამოვიდა მზე, დილიდან რომ ველოდი. მაინც, რა სწრაფად ამოვიდა და როგორ უცნაურად გაანათა კლასი. აი, ასე გავხდი ძალიან დედა, ვეებერთელა დედა. ნუ ეყოლება მასწავლებელი, მთავარია ჰყავდეს ის, ვინც საკლასო ოთახში ფეხსაცმლის თასმებს შეუკრავს,
თმებზე ხელს გადაუსვამს და ჩასჩურჩულებს : მასწავლებელი გიყურებს, არ იცელქო!“ - წერს ის „ფეისბუკზე“.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93