ზოგისთვის რეცხვა ძალიან მარტივი პროცედურაა, რომელის ტანსაცმლის შეგროვებას, სარეცხის მანქანაში მოთავსებასა და მის ჩართვას გულისხმობს, თუმცა იმისთვის, რომ სამოსმა დიდხანს შეინარჩუნოს ახლის იერი და სისუფთავე, არსებობს გარკვეული წესები.
რა სიხშირით უნდა გავრცეხოთ ნივთები
კონკრეტული ნივთების გარცხვის სიხშირეს ჩვენ მარტივი ინდიკატორით განვსაზღვრავთ - გაჭუჭყიანდა თუ არა ის. ჭუჭყი შესამჩნევი მასინ ხდება, როცა ის შძეცვლილი ფერის ან ლაქსი სახით ვლინდება, თუმცა თუ ქსოვილი სუფთად გამოიყურება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის თავისუფალია მიკრობებისა და ჭუჭყისგან. ზოგიერთი ნივთი რეგულარულად უნდა გაირეცხოს, ვიზუალური შეფასების მიუხედავად. წინდები, საცვლები, საცურაო კოსტუმები და მაისურები უნდა გაირეცხოს ყოველი გამოყენების შემდეგ. ჯინსი, პიჟამა, პირსახოცები არის ის, რაც უნდა გაირეცხოს დაახლოებით 3-4 გამოყენების შემდეგ. ბაქტერიები განსაკუთრებით კარგად მრავლდებიან პირსახოცებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რჩება სველი. საწოლის თეთრეულის გარეცხვა რეკომედებულია ორ კვირაში ერთხელ. სასურველია აბრეშუმის ტანსაცმლის გარეცხვა ყოველი გამოყენების შემდეგ. საქმე ისაა, რომ ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დაბინძურებისკენ.
როგორ შეინახოთ ნივთები გარეცხვამდე
სასურველია, გარეცხვამდე ნივთები მოვათავსოთ კალათში, რომელშიც ჰაერი კარგად მოძრაობს, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სუნი. ბევრი ადამიანი ნივთებს პირდაპირ სარეცხი მანქანის ბარაბანში ინახავს. ეს არ არის რეკომენდებული. ფაქტია, რომ ტენიანობა, რომელიც რჩება შიგნით წინა გარეცხვის შემდეგ, შეიწოვება ნივთებში და იწვევს უსიამოვნო სუნის გაჩენას. უფრო მეტიც, ეს იწვევს ბაქტერიების და ობის გამრავლებას.
როგორ დავახარისხოთ გასარეცხი ნივთები
იდეალურ შემთხვევაში, ნივთები უნდა დაიყოს თეთრ, ფერად, ნაცრისფერ და შავებად. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნივთებს ფერი არ გაუვა, ბოლო ორი კომპონენტის გაერთიანება სავსებით დასაშვებია. აბრეშუმის ან ქაშმირის ნივთები უნდა გაირეცხოს ბამბის ან სინთეტიკისგან განცალკევებით. ფაქტია, რომ სხვადასხვა ტიპის ქსოვილებს რეცხვისთვის წყლის სხვადასხვა ტემპერატურა სჭირდება. ასევე მიზანშეწონილია ცალკე გარეცხოთ ქსოვილები, რომლებიც თავის კვალს ტოვებენ სხვა ნივთებზე. უმჯობესია, გარეცხვის წინ, შეამოწმოთ ეტიკეტები ნივთებზე. თუ ასეთი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ უნდა დაიცვათ ზოგადი რეკომენდაციები. ბამბის თეთრეული და პირსახოცები შეიძლება გაირეცხოს ცხელ წყალში (60 ° C ან მეტი). წყლის მაღალი ტემპერატურა ბაქტერიების მოკვლით ნივთებს დეზინფექციას უკეთებს. თბილი წყალი (დაახლოებით 40 ° C) შესაფერისია ჯერსის, სინთეტიკისა და ჯინსისთვის. გარეცხეთ დელიკატური ნივთები ცივ წყალში (30 ° C). მაგალითად, აბრეშუმი, ქაშმირი, მატყლი. ეს ასევე ეხება ახალ ფერად და შავ ნივთებს, ასე შესაძლებელი იქნება მათი ფერისა და მთლიანობის შენარჩუნება.