ყოფილ მოდელსა და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის, კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და მათი შვილების, განსაკუთრებით კი, ყველაზე უმცროსის, ნიკოლასის ვიდეოებს გამომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.
ამჯერად ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა: „სტუმრად სიკეთის ანგელოზებთან“ - წერს ის. ანუკიმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მოინახულა და კადრები გამომწერებსაც გაუზიარა.