მომღერალი ლიზა ყენია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერლის თამამი ფოტოები კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ამჯერად ლიზა ყენია გამომწერების კითხვებს პასუხობს და მათ სასარგებლო რჩევებს აძლევს. ლიზა წერს, რომ დეპრესიასთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალება ვარჯიშია: „დეპრესია არის შენს თავში შექმნილი შენ მიერ გამოგონილი მდგომარეობა. ფიზიკური დატვირთვით ამას აუცილებლად მოერევი და ნახავ, ყოველი ვარჯიშის შემდეგ როგორ იმატებს ბედნიერების ჰორმონები, როგორი მოტივირებული გახდები, შენი გონება ბევრად პოზიტიურად იფიქრებს“.
როგორც ჩანს, ლიზას არაერთმა პასუხმა მის გამომწერებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მან დაწერა, რომ თუ ადამიანი ნამდვილად ნანობს, მისთვის ყველაფრის პატიება შეიძლება: „ამ პასუხზე ამიბობოქრდა საზოგადოება. უყურეთ: ყველა ადამიანს ყველაფერს ვაპატიებ, როცა ადამიანი განსაცდელშია და ნანობს! მივუტევებ ყველაფერს ასეთ დროს, თუმცა მეორე საკითხია, მე მასთან რა სიახლოვის ურთიერთობას გავაგრძელებ. პატიება არ ნიშნავს, რომ რამე დამავიწყდა“ - განმარტავს ლიზა ყენია.