სუროგაციის ცენტრის, NEW LIFE-ის დამფუძნებლის, მარიამ კუკუნაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო დროს ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მან მეუღლის ღალატის, მისგან ძვირად ღირებული საჩუქრის მიღებისა და შერიგების შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე ისაუბრა და საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. მოგვიანებით კი ალექსანდრა პაიჭაძის პირადი ცხოვრების შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში.
ამჯერად მარიამ კუკუნაშვილი პოსტს კვლავ ალექსანდრას შესახებ აქვეყნებს: „მესამე პრეზიდენტი კვდება და იმის ნაცვლად, რომ მის გადასარჩენად ვიბრძოლოთ, ბოლო ორი დღეა, ალექსანდრა პაიჭაძის დაქალებმა ომი გამიმართეს „ფეისბუკზე“, ქმარს პორშეს გამო შეურიგდიო... სტატუსი სტატუსზე რომ დაწერეს, ვუპასუხე: ბავშვს გამარჯვება დაარქვა სახელად ინგლისურად და კაცი შეირთო, პორშეებს თავადაც ვყიდულობ და, დამიჯერეთ, კაცების შოვნა ბევრად ადვილია, ვიდრე პორშეების-მეთქი... ამაზე მიპასუხეს, შენ გადაცემაში გამოაცხადე, რომ ორი მდიდარი კაცი ერთად გყავდა, ორი ფულიანი გინდოდა ერთად და სხვისთვის რა მორალით არ გემეტება ერთიო... დაშვებაც არ უნდათ იმის, რომ ქალი კაცის გარეშეც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი არსება“ - წერს მარიამ კუკუნაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: "დიდი ბოდიში ალექსანდრასთან, მაგრამ ეს რომ არ დავწერო, არ შემიძლია... შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ?" - მარიამ კუკუნაშვილი