მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე 4 ოქტომბერს მეორედ გახდა დედა. მას და დავით კოდუას გოგონა შეეძინათ: „გამარჯობა, ვიქტორია“ - დაწერა ალექსანდრამ „ინსტაგრამზე“.
მშობიარობის შემდეგ ალექსანდრა ხშირად აქვეყნებს პატარა ვიქტორიასთან ერთად გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებს. ამჯერად კი გამომწერებს ულამაზეს კადრებს საბავშვო ფოტოსესიიდან უზიარებს:
„ფოტოგრაფებო, ახალშობილის გადასაღებად აუცილებლად შეისწავლეთ პედიატრიაც. რთულია, დამღლელი, მოთმინებასა და ნებისყოფას მოითხოვს. რამდენიმე საათში მხოლოდ 3 Look გადაგვაღებინა. ასეთი ხმაურიანი მთელი ორი კვირაა, არ ყოფილა. შედეგს ვუძღვნით მამიკოს, რომელსაც ხვალ დაბადების დღე აქვს, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე“ - წერს ალექსანდრა.