„ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე ჯულიანა ბარგნარი ბევრისთვის საყვარელი მოცეკვავეა. მისი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში ყოველთვის უამრავ კომენტარს იმსახურებს.
ჯულიანა ეროვნებით ასურელია, თუმცა საქართველოში დაიბადა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა 6 წლის ასაკში უკან დაბრუნდა და სამი წლის შემდეგ ცეკვაც დაიწყო.
ჯულიანა „ცეკვავენ ვარსკვავების“ მეატე საიუბილეო სეზონშიც იღებს ონაწილეობას და მაყურებელს მეწყვილესთან ერთად ყოველ ტურში ულამაზეს სანახაობას სთავაზობს. ამჯერად ის ფოტოებს პროექტის კულისებიდან აქვეყნებს და გამომწერებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: „ულამაზესი, ეშხიანი, საოცრება ხარ“, „მართლა რა საოცრებაა“, „ცეცხოლვანი, წარმოუდგენლად ლამაზი ხარ“, „მშვენიერების ნახვა თუ გსურს, შენი თავი ჩემი თვალით უნდა დაინახო“ - წერენ „ინსტაგრამზე“.