ცნობილი დედის, შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში თავადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ევა ბარბაქაძის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, სადაც მას დედას ამსგავსებენ: „როგორ ჰგავხარ აქ შორენას“, „ასთასჯერ ჯობიხარ დედას“, „ევა, ბარბი ხარ“, „ძალიან საყვარელი გოგო“ - წერენ „ინსტაგრამზე“.