„დღეს ყველას ბანკის ძალიან დიდი ვალები გაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩემი ბინა შევინარჩუნო...“ - რა ვიდეოს ავრცელებს ია ფარულავა - Marao

„დღეს ყველას ბანკის ძალიან დიდი ვალები გაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩემი ბინა შევინარჩუნო...“ - რა ვიდეოს ავრცელებს ია ფარულავა

2021-11-24 10:48:09+04:00


მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოვედღიურობას და არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.

ამჯერად ია ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ, როგორც ყველას, მასაც აქვს ბანკის ვალი: „როგორ მიყვარს ჩემი ქუჩის ეს აღმართი, ძალიან თავისბური ატმოსფერო და მიკროკლიმატია. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩემი ბინა შევინარჩუნო, არ მომიწიოს მისი გაყიდვა და უფრო პატარა ბინაში გადასვლა. დღეს ყველას ძალიან დიდი ბანკის ვალები გვაქვს“ - ამბობს ია ფარულავა.