სიახლე

რამდენ ხანს ექნება ადამიანს "მწვანე სტატუსი" კორონავირუსის გადატანის შემდეგ

რამდენ ხანს ექნება ადამიანს "მწვანე სტატუსი" კორონავირუსის გადატანის შემდეგ
კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ადა­მი­ანს "მწვა­ნე სტა­ტუ­სი” მუდ­მი­ვად ექ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბი უფ­როს­მა, გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"კი­დევ ერთხელ მინ­და და­ვა­ზუს­ტო, რა არის "მწვა­ნე სტა­ტუ­სი” და რო­მელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში დაგ­ვჭირ­დე­ბა მწვა­ნე სტა­ტუ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა. "მწვა­ნე სტა­ტუ­სი” ენი­ჭე­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია, ანუ გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს აც­რის ორი დოზა. გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­ვი­დინ­ფექ­ცია, ოღონდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გა­სუ­ლი უნდა იყოს 14 დღე.

ამ შემ­თხვე­ვა­ში აღარ ვრცელ­დე­ბა პე­რი­ო­დი, ანუ კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ე.წ. ჩამ­კე­ტი აღარ არის და მას
"მწვა­ნე სტა­ტუ­სი“ ექ­ნე­ბა მუდ­მი­ვად.

ასე­ვე თუ ადა­მი­ანს აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი 72-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის PCR ტეს­ტი, ასე­ვე თუ ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია 24-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის ან­ტი­გე­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ტეს­ტი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ისა­უბ­რა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე­მაც. ის რ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­და­ხე­დონ ე.წ. მწვა­ნე სტა­ტუ­სის სა­კითხს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "მწვა­ნე სტა­ტუ­სი“ მუდ­მი­ვად ენი­ჭე­ბა პირს, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი უკვე გა­და­ი­ტა­ნა.
"ჩვე­ნი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის პო­ზი­ცია იყო სხვა, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ უმ­რავ­ლე­სო­ბით მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით. ვნა­ხოთ, და­ვაკ­ვირ­დე­ბით და შემ­დგომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დოს.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო გახ­ლავთ ინ­ტერ­სექ­ტო­რა­ლუ­რი ორ­გა­ნო, რო­მელ­შიც და­ახ­ლო­ე­ბით 25-მდე ადა­მი­ა­ნი შე­დის, სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სა­კი­თხი, რო­გორც წესი მი­ი­ღე­ბა კონ­სენ­სუ­სით. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი რა­მეს იტყვის და ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

მისი თქმით, "მწვა­ნე პას­პორ­ტში“ შე­დის ოთხი ინ­დი­კა­ტო­რი: ორ­ჯე­რა­დი აცრა, ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნა, ბოლო 72 სა­ათ­ში PCR ტეს­ტი, ბოლო 24 სა­ათ­ში ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93