სიახლე

„ასეთი არ უნდა დავბადებულიყავი“ – 20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა

„ასეთი არ უნდა დავბადებულიყავი“ – 20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა
20 წლის ევი ტუმბსი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას დოქტორ ფილიპ მიტჩელისგან. ევი ამტკიცებს, რომ ექიმმა მის დედას, ქეროლაინ ტუმბსს, ორსულობისას არ დაუნიშნა ფოლიუმის მჟავა, რამაც გამოიწვია მისი დაბადება ჯანმრთელობის პრობლემებით, კერძოდ, სპინა ბიფიდით, რომელიც მიეკუთვნება თანდაყოლილ მანკების ჯგუფს, რომელსაც ნერვული მილის დეფექტები ეწოდება. ნერვული მილი არის ემბრიონული სტრუქტურა, რომლისგანაც მომავალში წარმოიქმნება თავის ტვინი, ზურგის ტვინი და მათ გარშემო არსებული ქსოვილი.

ევი ამტკიცებს, რომ თუ მის დედას, ქეროლაინს, ექიმი ეტყოდა, რომ ორგანიზმს ფოლიუმის მჟავის მიღება სჭირდება, ის
გადადებდა ორსულობას მანამდე, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ჯანმრთელ შვილს გააჩენდა. 50 წლის ქეროლაინი 2001 წელს მივიდა ექიმ მიტჩელთან. მიტჩელი მას ფოლიუმის მჟავის შესახებ ესაუბრა, თუმცა არ განუმარტა, რომ სპინა ბიფიდის განვითარების რისკი არსებობდა. დოქტორი მიტჩელი უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ მან პაციენტს ყველა საჭირო დანიშნულება მისცა.

ევიმ 2018 წელს სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გაიცნო, როდესაც მონაწილეობდა Inspiration Young Person Award Wellchild-ის საქველმოქმედო ღონისძიებაში. მეგანსა ჰარის ევიმ საკუთარი ისტორია გაუზიარა და პრობლემა დეტალურად გააცნო.



მედიკოსები, როგორც წესი, უხსნიან მომავალ დედებს ფოლიუმის მჟავას დანამატების მიღების სარგებელს დაორსულებამდე და ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილონ სპინა ბიფიდას რისკი.

სასამართლომ გაარკვია, რომ 50 წლის ქეროლაინ ტუმბსი წავიდა ექიმ მიტჩელთან, რათა დაეგეგმა პირველი ორსულობა 2001 წლის თებერვალში. როგორც სასამართლოზე ითქვა, ეს ქეროლაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან თავად მშობლები ადრეულ საკაში დაკარგა.

2001 წლის ნოემბერში, ევის დაბადების შემდეგ, ახალშობლს ლიპომილომენინგოკოელეს (LMM), ხერხემლის ნერვული მილის დეფექტის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც იწვევს მუდმივ ინვალიდობას. ევის, წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო გაუჭირდება დამოუკიდებლად გადაადგილება, მას, ასევე, აწუხებს ნაწლავებისა და შარდის ბუშტის პრობლემები.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93