სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთ ჩოგბურთელს, ალექსანდრ ზვერევს, ყოფილი მეგობარი გოგონა ძალადობაში ამხელს. გერმანელი სპორტსმენი ოლგა შარიპოვამ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ზვერევმა მისი ბალიშით გაგუდვაც სცადა:
„იმ დღეს მეგობართან ერთად ვსეირნობდი. სახლში მისვლა ოდნავ შემიგვიანდა და საშაც სწორედ ამან გააბრაზა. ჩვენ საშინლად ვიჩხუბეთ. გამოგიტყდებით და ჩხუბს ყოველთვის არაფრის გამო ვახერხებდით. ის მიყვიროდა და ფიზიკურადაც შემეხო. ხელებს მიგრეხდა და შემდეგ ბალიშით ჩემი მოგუდვაც სცადა. ამის შესახებ ინსტაგრამშიც დავწერე. ნომრიდან გაქცევა ვცადე, მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევდა. ბოლოს, როგორც იქნა, მას დავუსხლტი და გარეთ ფეხშიშველი გამოვიქეცი. ამ ამბის გამხელას ადრეც ვაპირებდი. ისე დაემთხვა, რომ მისმა ყოფილმა გოგონებმაც ხმაურიანი განცხადებების კეთება დაიწყეს. მას ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება“ - თქვა ოლგა შარიპოვამ.
ზვერევმა, რომელიც შარიპოვას 14 წლიდან იცნობს, ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ ეს ყველაფერი გამოგონილია. შარიპოვა კი ამტკიცებს, რომ ფიზიკურ ძალადობას არაერთხელ ჰქონია ადგილი.