თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი სამკურნალო-დიაგნოსტიკური, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი დაწესებულებაა, რომელიც ცნობილია თერმულ-გოგირდოვანი მინერალური წყლებით, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახით, ფიზიოთერაპიული პროცედურებით.
კურორტი ადამიანებს უნიკალურ გამაჯანსაღებელ და სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურებს სთავაზობს, როგორიცაა მინერალური, გოგირდოვანი წყლის აბაზანები, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მასაჟები, ბალნეოპროცედურები. მათ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ატარებს და ყველაფერი გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
დაწესებულება ტექნიკურად უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. იქვე ფუნქციონირებს ველნესს სპა, სარელაქსაციო მასაჟი, საუნა, წყალქვეშა მასაჟი, გოგირდის აბაზანები, შარკოს შხაპი.
ამრიგად, ეს არის ბუნებრივი ფაქტორებით, სამკურნალო მინერალურ-გოგირდიანი წყლითა და სამკურნალო ტალახით აღჭურვილი თანამედროვე სამკურნალო დიაგონოსტიკური, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება.
რა სპა პროცედურების ჩატარება შეიძლება თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში და რა სარგებელი მოაქვს თითოეულს ადამიანის ორგანიზმისთვის
სარელაქსაციო მასაჟი
ეს არის პროცედურა, რომელიც აქრობს სტრესს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ავსებს ორგანიზმს ენერგიით.
ანტიცელულიტური მასაჟი
ხელს უწყობს დაგროვებული, აკუმულირებული ცხიმის ადგილიდან დაძვრას და დროთა განმავლობაში სხეულიდან მარტივად გამოდევნას.
სახის მასაჟი
ამკვრივებს და ელასტიკურობას ანიჭებს კანს, რომელიც სახის არეში მეტად მგრძნობიარეა. სახის მასაჟი ხელს უწყობს თვალის ქვეშ არსებული შავი უპეების მოშორებას, რაც კანს ჯანსაღ იერს მატებს.
პილინგ მასაჟი
ტანის პილინგ-მასაჟი სხეულიდან აშორებს მკვდარ უჯრედებს, რაც კანს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს ანიჭებს.
მასაჟი ცხელი ქვებით
ეს არის მასაჟი ცხელი ქვებით, რომელიც ვულკანური წარმოშობის ქვებით ტარდება. მათი მხურვალება სისხლძარღვებს აფართოებს, რის შემდეგაც სისხლის ცირკულაცია უმჯობესდება.
თალასო ვიში
მტკნარი წყლის ჭავლის პროცედურაა, რომელსაც უახლესი, თანამედროვე დანადგარი ასრულებს. ის მასში შემავალი წყლის საშუალებით აღადგენს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს მეტაბოლიზმს, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას.
შუხმანის ღვინის სპა
შუხმანის ღვინის სპა თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის გამორჩეული სპა მიმართულებაა და სხვადასხვა პროცედურას აერთიანებს: საფერავის ღვინის აბაზანას, შუხმან როიალ მასაჟს, თავის მასაჟს ღვინის აბაზანაში.
ლაზერული ეპილაცია
უნიკალური აპარატი Soprano ICE Platinum, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში. ის ალექსანდრიტის, დიოდისა და ნეოდიუმის ლაზერულ სპექტრს ერთ უნივერსალურ მანიპულაციაში აერთიანებს.
სოლარიუმი
ამ მიმართულებით კურორტი ერგოლაინის თანამედროვე, მულტიფუნქციურ სოლარიუმის აპარატს გთავაზობთ. ის რუჯს მსურველებს ხანგრძლივად, თვეების განმავლობაში უნარჩუნებს.
თურქული სველი საუნა
ამ საუნით სარგებლობისას სხეულიდან გამოიყოფა ჭარბი რაოდენობის ოფლი. ასე კი ორგანიზმიდან ტოქსინები და მავნე ნივთიერებები გამოიდევნება.
ფინური მშრალი საუნა
მისი საშუალებით კი მოადუნებთ ცენტრალურ ნერვულ სისტემას და კუნთოვან აპარატს. მას ნაკლები ტენიანობის ხარჯზე შედარებით მაღალი ტემპერატურა ახასიათებს.
აკვა-აერობიკა
აქტივობის ეს მიმართულება განსაკუთრებით ეფექტიანია, რადგან სხვა ვარჯიშებისგან განსხვავებით, წყალში მოძრაობისას ჩართულია თითოეული კუნთი. ამასთანავე, წყალი უზრუნველყოფს გულის დატვირთვის შემცირებას, რაც ვარჯიშებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.
აერობიკა
ეს კი სხვადასხვა ტიპის ვარჯიშების ერთობლიობაა, რაც ენერგიული მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.
იოგა
ადგილზე შეგიძლიათ შეისწავლოთ და დაეუფლოთ კლასიკური იოგას, რომელიც აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ასევე შინაგან მდგომარეობას.
R