22 წლის ქეთო თოფურიძე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია და სოციალურ ქსელში თავადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა და მისი პირადი ცხოვრებაც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ამჯერად ის „ინსტაგრამზე“ პირად კითხვებს პასუხობს და წერს, რომ ამჟამად შეყვარებული არ არის: „შეყვარებული არ ვარ, მარტო ვარ და ჩემს ჭკუაზე ვარ ძალიან“ - განმარტავს ქეთო თოფურიძე. მან პასუხი გასცა კითხვასაც, თუ რომელია საუკეთესო რჩევა, რომელიც მიუღია. ქეთო თოფურიძე წერს, რომ საუკეთესო რჩევაა - არასდროს შეწყვიტო საკუთარი თავის განვითარება.