მას შემდეგ, რაც ალექსანდრა პაიჭაძე მეორე შვილის, ვიქტორიას დედას გახდა, ის ხშირად აქვეყნებს ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერებს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს. ამჯერად ის გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს და განმარტავს, თუ რატომ წერს მის შესახებ ზოგიერთი ადამიანი ნეგატიურ კომენტარებს: „მე მათ ვახსენებ ყველაფერს, რაც თავად ვერ მოახერხეს თავიანთ თავში, ცხოვრებაში, ხოდა ღიზიანდებიან“ - წერს ალექსანდრა. მან სტრესთან გამკლავების შესახებაც ისაუბრა: „ისეთს არაფერს გამოგიგზავნის სამყარო, რასთან გამკლავების ძალაც არ შეგწევს. მე ვიცი, რამდენად ძლიერია ჩემი თვითრწმენა და გულწრფელობა, ხოდა, ზუსტად ასე გავუმკლავდი. პირიქით, ეს პრესები და სტრესები მაძლიერებს. გაგიგონიათ ალბათ, ბრილიანტად სანამ იქცევი, უდიდეს პრესში უნდა გაიაროო“ - წერს მოდელი.
როგორც თავად ალექსანდრა წერს, დავით კოდუა მას საჩუქრებით ხშირად ანებრივრებს. გამომწერის კითხვაზე, თუ რა აჩუქა საყვარელმა მამაკაცმა მას ბოლოს, ალექსანდრამ დაწერა, რომ დავით კოდუას მისთვის საჩუქრები ხშირად მიაქვს. გამომწერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას ქალიშვილი, ვიქტორია, ძალიან ჰგავს მამას, ამ მოსაზრებას თავად ალექსანდრაც იზიარებს: „ვიკი მამიკოს კოპიოა, თუმცა იცვლება დილა-საღამოს. რაც შეეხება დედობას, არაფერს ვაკლებ, არ ვაჭარბებ. ულაღესი და უჰარმონიულესი ვარ, ახალ ეტაპს ბოლომდე ვირგებ, მომწონს ეს ახალი მდგომარეობა. ვფიქრობ, უფრო ნაზ და მშვიდ ქალად მაქცია“ - განმარტავს ალექსანდრა პაიჭაძე.