პოპულარული გადაცემის „პრაიმშოუს“ ბოლო გადაცემის თემა სილამაზის სტანდარტები და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპები იყო, რის შესახებაც საკუთარი მოსაზრება ტელეწამყვანმა ნინუცა ორჯონიკიძემაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ უყვარს გემოვნებიანად ჩაცმა და განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ წონას აქცევს: „მიყვარს კარგად ჩაცმა, არ უნდა შევიზღუდო. წონას ვაკონტროლებ 18-საათიანი ინტერვალით და ვარჯიშით.”
ნინუცა ორჯონიკიძემ ისიც თქვა, რომ მას ხშირად მოუწოდებენ ცხვირის ოპერაციის გაკეთბისკენ: „ვცდილობ, არ ვიარო კოსმეტოლოგთან. ვცადე ფილერის გაკეთება, მაგრამ ძალიან არ მომიხდა და მომიწია დაშლა, მაშინ მივხვდი, რა ბედნიერებაა, როდესაც ბუნებრივად კარგად გამოიყურები. ცხვირთან დაკავშირებით დღემდე მომდის „ინსტაგრამზე“ კითხვები, რატომ არ ვიკეთებ ცხვირს, თუ გავიკეთებ, ლამაზი ვიქნები… გულახდილად მინდა ვთქვა, რომ დიდად არ მაწუხებს, რასაც სარკეში ვუყურებ, მაკმაყოფილებს. შეიძლება, ყველაზე ლამაზი სახე არ მაქვს, მაგრამ ერთად გემრიელად ვართ. მხოლოდ კბილები მაქვს გაკეთებული, საშინელი კომპლექსი მქონდა, ამიტომ როგორც კი საშუალება მომეცა, პირველი კბილები გავიკეთე. მოვიხსენი ერთადერთი კომპლექსი, მოგვიანებით კი აღარ შევყევი. პლასტიკურ ოპერაციებში სადღაც დავიკარგები. მგონი, გარეგნობა არც ისეთი მნიშვნელოვანი არ არის…“ - განმარტა ნინუცა ორჯონიკიძემ.