წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
ამჯერად მომღერალი აშშ-ში, კალიფორნიაში იმყოფება და იქ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: „ახლაც მახსოვს ის დღეები, როცა ვლოცულობდი იმისთვის, რაც ახლა მაქვს. ღმერთი ყოველთვის არ გვაძლევს იმას, რაც გვსურს, მაგრამ ის გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება, მაშინაც კი, თუ ეს არ არის ის, რაც ვფიქრობთ, რომ გვჭირდება. არც ისე დიდი ხნის წინ ვოცნებობდი ამ ყველაფერზე და ბევრს ვშრომობდი, რომ ამისთვის მიმეღწია“ - წერს ნუცა ბუზალაძე.