მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას და არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს. ამჯერად კი ია ფარულავა ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მის სახლთან, ჭავჭავაძის 5 ნომერში, ურნები დადგეს. ურნების არარსებობა მას და მის მეზობლებს დიდ დისკომფორტს უქმნიდა, რის შესახებაც ია ფარულავა სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობდა: „ახლა ჩემი ქართული ოცნება, საოცრება უნდა გახაროთ. ურნები დაგვიდგეს, ვაშა! ხალხმა მითხრა, შენი დამსახურებააო“ - ამბობს ია ფარულავა ვიდეოში.