დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, საჭიროა, ვიფიქროთ, როგორ ავირიდოთ თავიდან ზედმეტი დაღლილობა, ხმაურიანი ღამის შემდეგ მთელი დღე საწოლში წოლა, თავის ტკივილი და სხვა უსიამოვნო სიმპტომები, რაც გართობას, წვეულებებსა და მეგობრებთან ერთად ყოფნას ყოველთვის თან ახლავს. ჩვენ გთავაზობთ ხუთ მარტივ, თუმცა ეფექტურ გზას, როგორ „მოვიდეთ გონს“ წვეულების შემდეგ.
ხანგრძლივი ძილი
ძალების აღდგენის საუკეთესო, მარტივი და სასიამოვნო გზა. სწორედ ძილის დროს იღებენ უჯრედები რეგენერაციის მაქსიმალურ შესაძლებლობებს. კერძოდ, თუ დღესასწაულის დროს თქვენი ღვიძლი ძალიან აქტიურად მუშაობს ალკოჰოლის გადამუშავებაზე, მაშინ ძილის დროს მისი ბუნებრივი აღდგენის პროცესი მარტივდება.
საკვები ფრუქტოზის შემცველობით
ფრუქტოზა ხელს უწყობს ალკოჰოლის მეტაბოლიზმის დაჩქარებას. თუ წვეულებაზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მიიღებთ, მაშინ მეორე დღეს უმჯობესია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ფრუქტოზის და სხვა შაქრის მაღალი შემცველობის ხილს, მაგალითად, ყურძენს ან ლეღვს. გაითვალისწინეთ, რომ ლეღვის ჩირში შაქრის შემცველობა უფრო მაღალია. გარგარი და ქლიავი მდიდარია არა მხოლოდ შაქრით, არამედ კალიუმითაც, რომელიც ასტიმულირებს რეჰიდრაციას - ორგანიზმში სითხის შევსებას.
ვარჯიში
თუ მეორე დილით წვეულების შემდეგ ძალიან არ გაწუხებთ თავის ტკივილი, მაგრამ აშკარად არ გრძნობთ თავს მშვიდად, მაშინ საუკეთესო გზა ვარჯიშია. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ ოდნავ გაზარდოთ დატვირთვა, რათა დაეხმაროთ ლიმფურ სისტემას ტოქსინების მოცილებაში. ცხელი აბაზანაც ეფექტური იქნება, მაგრამ არ უნდა წახვიდეთ საუნაში - ჭარბმა ოფლიანობამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო დიდი დეჰიდრატაცია და სისხლში შაქრის დონის დაქვეითება.
ჯანჯაფილი
Gingerbread cookies დიდი ხანია განიხილება კარგ საშუალებად ორსული ქალებისთვის, რომლებიც თავს დილაობით ცუდად გრძნობენ. ჩაი ჯანჯაფილით ან ჯანჯაფილის ორცხობილა დაფქული ყავისფერი შაქრით, ასევე დაგეხმარებათ მხიარული კორპორატიული წვეულების შემდეგ რეაბილიტაციაში.
მაღალკალორიული საკვები
ვის არ სმენია ძველმოდური რჩევა, რომ წვეულების დაწყებამდე მიირთვათ ნაჭერი კარაქი? დიეტოლოგები დაჟინებით გვირჩევენ დიეტაში ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვების რაოდენობის კონტროლს, მაგრამ დღესასწაულის წინ არის დრო, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ რაღაც ძალიან მაღალკალორიული, როგორებიცაა პიცა ან კარტოფილი ფრი. და არასოდეს დაივიწყოთ წარმატებული კვების ძირითადი წესი - ნუ მიიღებთ ალკოჰოლს უზმოზე.
ზოგადად, ამ ყველაფერთან გამკლავების სტრატეგია ძალიან მარტივია: უამრავი წყლის დალევა დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, საკმარისი ძილი, გულიანი საუზმე და დიეტური დანამატების მიღება (ჯინჯერი, ჟენშენი, ელეუტეროკოკი).
ჯანჯაფილის ჩაის რეცეპტები:
ჯანჯაფილის ჩაი ლიმონით
ინგრედიენტები:
საშუალო ლიმონი - 1 ც;
ჯანჯაფილის ფესვი, დაახლოებით 2-3 სმ;
თაფლი ან შაქარი (გემოვნებით).
მომზადება:
ლიმონი გაჭერით შუაზე. ერთი ნაწილი გამოწურეთ, მეორე დაჭერით საშუალო ნაჭრებად, გახეხეთ და დაჭერით ჯანჯაფილი, დაასხით ლიმონის წვენი და შემდეგ გადაწურეთ. მიღებულ სითხეს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 3 წუთის განმავლობაში, დაამატეთ თაფლი ან შაქარი გემოვნებით.
ჯანჯაფილის ჩაი ვაშლით და დარიჩინით
ინგრედიენტები:
დიდი ვაშლი - 1 ც;
ჯანჯაფილის ფესვი, დაახლოებით 2-3 სმ;
2 დარიჩინის ჩხირი.
მომზადება:
ვაშლი და ჯანჯაფილი დაჭერით და მოათავსეთ ფინჯანში. დაუმატეთ სასურველი რაოდენობის დარიჩინი, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. დაუმატეთ შაქარი სურვილისამებრ.
ჯანჯაფილის ჩაი კაიენის წიწაკით
ინგრედიენტები:
ჯანჯაფილის ფესვი, დაახლოებით 2-3 სმ;
მწიკვი კაიენის წიწაკა
მომზადება:
გათალეთ და დაჭერით ჯანჯაფილი, ადუღეთ მდუღარე წყალში 3-5 წუთის განმავლობაში. როცა ოდნავ გაგრილდება, მოაყარეთ წიწაკა.