კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმა „ფეისბუკლაივში“ კომპოზიტორებისა და შემსრულებლების ურთიერთობისა და დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა და ნუცა ბუზალაძის მაგალითი გაიხსენა: „ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო "იურმალას" კონკურსი. პრიზის სახით აიღო 70 ათასი დოლარი, თუმცა პატარა იების კონა, „ბანბანერკა“ ან „რაფაელო“ არც გახსენებია” - თქვა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, თუმცა აღნიშნული ვიდეო მის გვერდზე აღარ იძებნება.
მაიკო კაჭკაჭიშვილმა იმ მომღერლებზეც ისაუბრა, რომლებსაც სიმღერის ავტორის დასახელება არ ავიწყდებათ ხოლმე. მათ შორის ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი და ლელა წურწუმია აღმოჩნდნენ. „დაფიცებული მაქვს, სულ რომ მშიერი მოვკვდე, ცხოვრებაში არავის სიმღერას აღარ დავუწერ. თქვენი უმადური დედა ვატირე ცხოვრებაში… თავიდანვე შემეძლო ყველა მათგანზე კარგად მემღერა, მაგრამ ვიყავი ძალიან დიდი წონა, 200 კილო და ვფიქრობდი, რომ სცენას მე არ მოვუხდებოდი. ამიტომ სხვებს გადავულოცე ჩემი დაწერილი სიმღერები” - თქვა მან.