2021 წელი სკანდალური მოვლენებით სავსე გამოდგა! ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის განქორწინებას, პერის ჰილტონის ქორწინებასა და სხვა ცნობილი სახეების ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. ახლა კი გთავაზობთ 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს:
მიმდინარე წლის მარტში CBS-ზე გავიდა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუ ოპრა უინფრისთან, რომელსაც არა მხოლოდ ბრიტანეთი, არამედ მთელი მსოფლიო ელოდა. ინტერვიუმ გამოსვლამდეც დიდი ხმაური გამოიწვია. სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ პირველად ისაუბრეს გულწრფელად სამეფო ოჯახის ცხოვრებაზე, პირველ შვილზე ორსულობისას თვითმკვლელობის სურვილზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე.
შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი დაშორდნენ. მას შემდეგ სელებრითების ცხოვრება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა და, როგორც გაირკვა, ორივე მათგანმა მოახერხა ახალი პარტნიორის პოვნა.
ჯენიფერ ლოპესი ალექს როდრიგესს დაშორდა, სამაგიეროდ, მისი და ბენ აფლეკის შერიგებამ და რომანტიკულმა ფოტოებმა სრულიად სოციალური მედია მოიცვა. ჯენიფერი და ბენი, ანუ „ბენიფერი“, როგორც მათ მოიხსენიებენ, ერთმანეთს დაშორებიდან 17 წლის შემდეგ შეურიგდნენ.
ბრიტნი სპირსი ცამეტწლიანი „პატიმრობის“ შემდეგ, საბოლოოდ, მამის, ჯეიმი სპირსის მეურვეობიდან გათავისუფლდა. ამასთან, ბრიტნიმ შეყვარებულისგან ნიშნობის ბეჭედი მიიღო.
ამ შემოდგომაზე ყველა საუბრობდა Squid Game-ზე! სერიალი გახდა ყველაზე ყურებადი სერია Netflix-ის პლატფორმაზე. გამოსვლიდან სულ რაღაც 17 დღეში მან 111 მილიონი ნახვა დააგროვა.
კაილი ჯენერმა ოფიციალურად დაადასტურა მეორე ორსულობა "ინსტაგრამზე" ამაღელვებელი ვიდეოს გამოქვეყნებით, სადაც ნაჩვენებია ტრევის სკოტის რეაქცია დადებით ტესტზე და ულტრაბგერითი სკანირების მომენტი.
ჯიჯი ჰადიდის დედამ ზეინ მალიკი ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა. ჯიჯი ჰადიდის დედა, იოლანდა ამტკიცებს, რომ ზეინ მალიკმა მას "დაარტყა". ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა მოდელისა და მომღერლის დაშორების შესახებ.
HBO Max-ზე გაიმართა "მეგობრების" სპეციალური ეპიზოდის პრემიერა - საათნახევრიანი ეპიზოდი შოუს ფორმატში სტუმარი ვარსკვლავებითა და ძალიან ნოსტალგიური საუბრებით. თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ!
ელიზაბეტ II-ის ქმარი, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. ის 99 წლის იყო. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლემ Twitter-ზე განაცხადა. ამასთან, თავად ელიზაბეტიც არაერთხელ მოხვდა საავადმყოფოში, მას ექიმებმა ალკოჰოლის მოხმარების შემცირება ურჩიეს.
წელს კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი დაინიშნენ! პანკ-ჯგუფ Blink-182-ის დრამერმა საყვარელ ქალს ხელი 17 ოქტომბერს მონტეციტოში, Rosewood Miramar Hotel-ში სთხოვა. ხელის თხოვნის რომანტიკულმა ვიდეომ სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვა დააგროვა.