ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში მეგობრებს ერთ უცნაურ შემთხვევას უზიარებს და წერს: „ერთი კვირის წინ ჩემს მეგობარს კოვიდი დაუდასტურდა. მოთმინებით ზის სახლში უკვე მე-7 დღეა. უსიმპტომოა და საერთოდ არაფერი არ სჭირს. მოიცათ! ამბავი ახლა იწყება. დღეს ურეკავენ მობოდიშებით და ატყობინებენ, რომ კოვიდი არ აქვს. უბრალოდ შეეშალათ. კიდევ მოიცათ! არც აქ მთავრდება ამბავი. ჩემი მეგობარი არ ენდობა ჯანდაცვის უწყებას და აპირებს კვლავ დარჩეს სახლში ერთი კვირა, როგორც კოვიდინფიცირებული” - წერს დათო ლიკლიკაძე.