ნატო გელაშვილი ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი და შემსრულებელია. როგორც ცნობილია, მის ოჯახში წელს მატება იყო - ნატოს უფროსმა ვაჟმა იქორწინა და კადრებმა ულამაზესი წყვილის ქორწილიდან სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.
ჟურნალ „გზასთან“ ნატო გელაშვილმა შვილის ქორწინებასთან დაკავშირებული ფაქტი გაიხსენა: „შარშან ფლორენციაში საოცარი სათამაშოები ვიყიდე და არ ვიცი, რატომ, ძალიან გაპრანჭული, ლამაზი თოჯინაც შევიძინე, რომელიც პატარძალივით თეთრი კაბით იყო მორთული. ეს სათამაშო ნაძვის ხეს რომ შევაბი, რაღაცნაირი განცდა მქონდა, გავიფიქრე, მგონი წელს ჩვენს ოჯახში ქორწილი იქნება-მეთქი და მართლაც ასე მოხდა. წელს უკვე მეორე შვილზეც უნდა ჩავიფიქრო და თუ ლუკამაც ცოლი მოიყვანა, მერე ამ თოჯინას სხვებს ვაჩუქებ - ახლობლებს, ვინც უცოლო და გასათხოვარია..." - თქვა ნატო გელაშვილმა.