ახალი წელი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საახალწლო საჩუქრების შერჩევა უკვე უნდა დაიწყოთ. იდეალური საჩუქრის პოვნა არცთუ ისე მარტივია. უნდა გაითვალისწინო ადრესატის ასაკი, სქესი და ინტერესები. რა თქმა უნდა, არსებობს სტანდარტული საჩუქრებიც, რომლებიც ასე თუ ისე, უმრავლესობას მოსწონს, მაგრამ ის იშვიათად ჰგვრის განსაკუთრებულ ემოციას და მოულოდნელობის ეფექტს.
საახალწლო საჩუქარმა უნდა შეახსენოს ადრესატს თქვენი მისდამი დამოკიდებულება. ეს ყველაფერი კი თანხვედრაში უნდა იყოს მის ინტერესებთან. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, დედა იქნება თუ შეყვარებული. არსებობს საჩუქრები, რომლებიც ყოველთვის შეეხება ქალის გულს და საახალწლო საჩუქარიც ხომ სწორედ ასეთი უნდა იყოს? - თბილი, მზრუნველობის გამომხატველი და ცოტათი ჯადოსნური.
რა შეიძლება აჩუქო მშვენიერი სქესის წარმომადგენელს? - გთავაზობთ 5 შესანიშნავ იდეას, რომლებიც საახალწლო საჩუქრის არჩევის პროცესს გაგიადვილებთ.
beauty box-ები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ბევრმა ცნობილმა კომპანიამ დააფუძნა ბაზარზე სასაჩუქრე ყუთები, რომელთა გამოწერა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. სასაჩუქრე ყუთები ბევრნაირი თემატიკის არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული - Beauty box-ია, რომელშიც თავის მოვლის, კოსმეტიკური საშუალებები, მაკიაჟი და პარფიუმერია ამოდის. SHINY & COZY - beauty box by KETEVANI იდეალური საჩუქარია ნებისმიერი ქალისთვის, რადგან მასში საუკეთესო თავის მოვლის პროდუქტებიდან დაწყებული, სალონის სასაჩუქრე ვაუჩერებით დამთავრებული, მრავალფეროვანი პროდუქცია იქნება მოთავსებული. ბოქსის ფასი 69 ლარია, ხოლო შიგნით ამ ღირებულებაზე ოთხჯერ მეტ პროდუქტს აღმოაჩენთ. SHINY & COZY - beauty box by KETEVANI მართლაც რომ ჯადოსნური საახალწლო საჩუქარი იქნება ნებისმიერი გემოვნების მქონე ქალისთვის, რადგან სილამაზეზე ზრუნვა, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის მუდამ აქტუალური თემაა.
ქართულ ბაზარზე უამრავი ხელნაკეთი ბრენდი არსებობს და იმის შესაძლებლობაც, რომ კონკრეტული საჩუქარი ადრესატის პერსონალურობას მოარგოთ. მაგალითად, სახელობითი ხალათი, რომელზეც შეგიძლიათ ადრესატის სახელი დააწერინოთ. ქალებს ძალიან უყვართ ხალათები. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც თბილი, ასევე აბრეშუმის. იგივე იდეა შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰუდიზეც.
ძალიან ორიგინალური და რომანტიკული საჩუქარია. თანაც, ამის გაკეთება თავადვე შეგიძლიათ. დაგჭირდებათ მხოლოდ ლამაზი ქილა, ატლასის ლენტი, ფერადი ქაღალდი და ცოტაოდენი კრეატივი. პატარა ფურცლებზე დაწერეთ სახალისო დავალებები, მიზეზები, რის გამოც შეგიყვარდათ თქვენი მეორე ნახევარი, ან ნებისმიერი რამ, თქვენი ფანტაზიის მიზედვით. დაახვიეთ ფურცლები, შეკარით ლენტებით და მოათავსეთ მინის ლამაზ ქილაში. ქილაც გააფორმეთ ლამაზი სტიკერებით. უამრავ იდეას Pinterest-ზე იპოვით.
ძალიან ორიგინალური საახალწლო საჩუქარი იქნება ხელნაკეთი ტკბილეული, შოკოლადები და ნუგა, რომელსაც ქართული სტარტაპები გვთავაზობენ. ისინი ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და თანაც უგემრიელესია. ტკბილეული ხომ ქალების სისუსტეა?
განტვირთვის დღე დღესასწაულის პერიოდში ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ქალისთვის, რომლისთვისაც წინასაახალწლო პერიოდი და თავად ახალი წელიც საკმაოდ დამღლელი და ზოგჯერ სტრესულიცაა. საახალწლოდ უამრავი სასტუმრო გვთავაზობს ფასდაკლებებს. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ერთი ღამით ხის კოტეჯი ტყეში ან ნომერი რომელიმე ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც ადრესატი დასვენებას, დროის სასიამოვნოდ გატარებას და განტვირთვას შეძლებს.