სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი - Marao

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

2021-12-25 01:14:32+04:00


თბილისში დაბადებული რუსი ტელეწამყვანი და ბიზნესლედი თინა კანდელაკი, ამჟამად ფედერალური სპორტული ტელეარხის "Матч ТВ"-ს გენერალური პროდიუსერია, აქვს კოსმეტიკური ბრენდი AnsaLigy და მოსკოვში საკუთარი სახელობის ქართულ რესტორანს - "თინათინს" ფლობს. რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტი ქართველი ჟურნალისტი არასდროს ერიდება პუტინის ქებას, ქართველებს კი ხან ეკონომიკის მართვას უწუნებს, ხანაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ასწავლის.

46 წლის კანდელაკი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანი და პროდიუსერია. განსაკუთრებით აქტიურია "ინსტაგრამზე", სადაც 3 მილიონი გამომწერი ყავს. სოციალურ ქსელში კანდელაკი ჯანსაღი ცხოვრების წესის, აქტიური სპორტული ცხოვრებისა და თავის მოვლის პროპაგანდას ეწევა და გულშემატკივრებს სამოტივაციო ინფორმაციებს უზიარებს.

ერთ-ერთ პოსტში წერს:

"მუდმივად მეკითხებიან - მაქვს თუ არა დეპრესია? რობოტი ხომ არ გავხდი იმის გამო, რომ მუდმივად ვიღიმი და პოზიტიურზე ვსაუბრობ? არა, მე ცოცხალი ადამიანი ვარ და ზუსტად იგივე პრობლემები მაღელვებს, რაც სხვებს - ვღელავ ჩემი ახლობლების ჯანმრთელობაზე, სირთულეებს ვაწყდები საქმეში. ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი კი იმასთანაა დაკავშირებული, რომ მე ამ ცხოვრებას ძალიან ვაფასებ. თუ ჯანმრთელი ხარ, უკვე ბედნიერი ხარ, შენიანები ჯანმრთელები არიან - ორჯერ უფრო ბედნიერი ხარ. დანარჩენი ყველაფრის გამომუშავება, დამსახურება და მიღწევაა შესაძლებელი. ბევრი ამბობს, რომ ცხოვრება მათ მიმართ სასტიკია და არაფერი გამოუვათ. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე მეც ამას მიმეორებდნენ - რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე საპირისპიროს ვამტკიცებდი. იმიტომ რომ, მხოლოდ შრომისმოყვარეობით მიაღწევ ყველაფერს" - წერს კანდელაკი.

განაგრძეთ კითხვა