ბარაქის ხე ბევრ ოჯახში ბარაქისა და ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოა. მას ზოგი ფულის ხეს ეძახის, ზოგი - ბარაქის, თუმცა, სინამდვილეში, ამ ტროპიკულ მცენარეს კრასულა ჰქვია. მას, როგორც ყველა სხვა სუკულენტს, მზე და კარგი განათება უყვარს.
არსებობს ტრადიცია, რომელიც ოჯახში ხვავისა და ბარაქის მოსაზიდად ახალ წელს სრულდება. კონვერტში მოთავსებული ფული, რომელსაც, უმჯობესია, თუ წითელ ბაფთას შეაბამთ, უნდა მოათავსოთ ფულის ხის ქოთნის ქვეშ და კუპიურები, რომლებსაც კონვერტში ჩადებთ, მთელი წლის განმავლობაში ხელუხლებელი უნდა იყოს. ამბობენ, რომ მცენარის ზრდასთან ერთად, ფინანსური კეთილდღეობაც უმჯობესდება.