გაქცეული პრინცესა, ყველაზე "სასტიკი შეიხი" და 550-მილიონიანი განქორწინება - როგორ მოახერხა ჰაიამ ქმრისგან თავის დაღწევა - Marao

გაქცეული პრინცესა, ყველაზე "სასტიკი შეიხი" და 550-მილიონიანი განქორწინება - როგორ მოახერხა ჰაიამ ქმრისგან თავის დაღწევა

2021-12-27 11:59:00+04:00


ბრიტანეთის სასამართლოს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული განქორწინების საქმედ შევიდა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის და მისი მეუღლის - პრინცესა ჰაია ბინ ალ ჰუსეინის გაყრა. საუბარია 500 მილიონ ფუნტზე, რომელიც პრინცესას შეიხთან ოფიციალურად გაყრის შემდეგ გადაეცემა.

47 წლის პრინცესა 72 წლის შეიხ მუჰამედის ექვს ცოლს შორის ყველაზე ახალგაზრდაა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრინცესას უნდა გადაეცეს თანხა სხვადასხვა ხარჯის დასაფარად და მათ შორის, ლონდონში, კენსინგტონის სასახლის გვერდით მდებარე საცხოვრებლისთვის.

გათვალისწინებულია "უსაფრთხოების ბიუჯეტიც", დამხმარე მედდების, ძიძების ხელფასის ხარჯები, ოჯახის და შინაური ცხოველების შენახვის ხარჯები. ასევე, მათი ორი შვილისთვის ყოველწლიურად 5.6 მილიონი ფუნტი. პრინცესას 14 წლის ქალიშვილი და 9 წლის ვაჟი ჰყავს. ბავშვებს, საერთო ჯამში, 290 მილიონი ფუნტის ოდენობის თანხა აქვთ გარანტირებული.

განაგრძეთ კითხვა