რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ გამდიდრდე, ბევრს იმუშავებ და რაც უფრო დიდხანს იმუშავებ, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მიიღებ იმას, რაც გინდა. „არაფერია ცუდი იმაში, რომ დღეში 8 საათი იმუშაო, თუმცა არანაკლებ საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა
რა უნდა იცოდეთ ფინანსური სიმდიდრის მისაღწევად?
პირველ რიგში, თქვენ უბრალოდ უნდა გახდეთ მდიდარი და არა ფინანსურად მდიდარი. ფინანსური სიმდიდრე მხოლოდ ფულს ეხება და უნდა გესმოდეთ, რომ სიმდიდრეს მხოლოდ ფული არ წარმოადგენს. ნებისმიერი სიმდიდრე ეფუძნება საბაზრო ურთიერთობებში სხვადასხვა მონაწილეს შორის წარმოების გაყოფის პრინციპს. ფული კი უბრალოდ მოსახერხებელი საშუალებაა შრომისა და საქონლის საფასურის გადახდისთვის.
იცოდეთ, რისკენ მიისწრაფვით
დიდი საოპერაციო ბიუჯეტის ქონა ჯერ კიდევ არ არის სიმდიდრე. თქვენ შეგიძლიათ წელიწადში მილიონობით დოლარის გამომუშავება, მაგრამ ეს მხოლოდ შემოსავალია. თქვენ უფრო დიდი, უფრო მასშტაბური გეგმები უნდა დაისახოთ, რათა წარმატება არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი გახდეს.
ფინანსური ბერკეტები
თქვენი ბიზნესპარტნიორი ამბობს, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება 200 კონდენსატორი, რათა მათი საწარმოო ხაზი შეუფერხებლად მუშაობდეს. ის სასოწარკვეთილია და მზადაა, გადაიხადოს 2 დოლარი. თქვენ გაქვთ $100 და იცით, სად შეგიძლიათ მიიღოთ იგივე კონდენსატორები 1 დოლარად. შეგიძლიათ გამოიმუშაოთ! ან შეგიძლიათ ისესხოთ კიდევ 100$ 10%-ით და თქვენი კაპიტალი თითქმის გასამმაგდეს. კიდევ უკეთესი, თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ თქვენი ბიზნესპარტნიორი, წინასწარ გადაიხადოს და მიიღოთ კიდევ უფრო მეტი საკუთარი ფინანსური რესურსი რისკის გარეშე.
პერსონალის ბერკეტი
დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ვაჭრობისას, დავიქირავე ფანჯრის მრეცხავი. მეორე დღეს ის ჩვენთან მოვიდა კოსტიუმით, აიღო 20 დოლარი მომსახურებისთვის და ასისტენტი დატოვა თავისი საქმის შესასრულებლად. მალევე შევამჩნიე მისი, სულ მცირე, სამი სხვა თანაშემწე ქალაქში. გამოვთვალე მისი პოტენციური შემოსავალი. ასე რომ, ამ ბიჭმა უპრობლემოდ გამოიმუშავა საათში თითქმის 120 დოლარი.
გამოიყენეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ყველა შესაძლებლობა
წარმოების ციკლი იწყება სწორედ იმ მომენტში, როდესაც მეწარმე ადამიანი უყურებს მომავალს და ხედავს იქ ფულის გამომუშავების შესაძლებლობას. უბრალოდ დაფიქრდით, რამდენად ადვილი იქნებოდა ფანჯრების დასუფთავების ბიზნესის წამოწყება? იმის ცოდნა, თუ როგორ ამოვიცნოთ სიტუაციები, რომლებიც შეიძლება გადაიქცეს შემოსავლის მომტან შესაძლებლობებად, დამოკიდებულია ინტუიციაზე და ის მუდმივად საჭიროებს განვითარებას.
ფულმა ფული უნდა გამოიმუშაოს
გახსოვთ, როგორ გააკეთა მარკ ცუკერბერგმა 4 მილიარდი დოლარის ჯეკპოტი ერთ დღეში? როგორ გააკეთა მან ეს? როგორ გაზარდა ჯეფ ბეზოსმა თავისი კაპიტალი 6 მილიარდით 20 წუთში? სამსახურში მეტ ხანს ატარებდა? არა, ეს ყველაფერი აქციებია. ფული და აქციები მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, წელიწადში 365 დღე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. მთავარია, იცხოვრო რაც შეიძლება მოკრძალებულად, უარი თქვა ყველაფერზე, რაც არ გჭირდება და დაზოგო ზედმეტი ფული. ასე შეძლებთ, მიიღოთ შემოსავალი ძილის დროსაც კი.
<div>
</div>