საახალწლო სუფრის კერძები დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. დიასახლისები წინასწარ ფიქრობენ მენიუზე, ცდილობენ, აუცილებლად მიიტანონ სუფრაზე რაიმე ახალი ან გააუმჯობესონ ძველი რეცეპტები. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ კერძების სია კოორდინირებული იყოს მომავალი წლის თილისმის უპირატესობებთან. 2022 წელს ჩინური ჰოროსკოპის თორმეტწლიანი ციკლი გრძელდება. წელიწადი გაივლის ლურჯი წყლის ვეფხვის ნიშნის ქვეშ. ამ მხეცის მოსაწონებლად, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მისი გემოვნების პრეფერენციები და პირიქით – არ უნდა მიირთვათ კერძები, რომლებიც ვეფხვს არ მოსწონს.
რა უყვარს ვეფხვს?
საახალწლო სუფრის მენიუ მარტივი და, ამავე დროს, დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. ვეფხვს უყვარს კარგად ჭამა, თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ეს ეგზოტიკური კერძების მომზადების საუკეთესო შანსია. ვეფხვს უყვარს ბევრი ხორცი, მაგრამ არც მწვანილს, ბოსტნეულს და ხილს იწუნებს. შესაფერისია მარცვლეულითა და ბოსტნეულით სავსე ხორცის კერძები, მაგალითად, იხვი ვაშლით ან გოჭი წიწიბურის ფაფით. შეგიძლიათ მოამზადოთ კერძი ბატის ხორცითა და ბრინჯით. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ სუფრაზე ბევრი განსხვავებული საკვები უნდა იყოს, მათ შორის, ტკბილეული და ხილი.
მთავარი მოთხოვნები, რომლებიც საახალწლო სუფრის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ:
ხორცი სოკოთი, ბრინჯითა და ბოსტნეულით
ამ კერძის მოსამზადებლად ღუმელი არ გჭირდებათ, ის მზადდება ღრმა ტაფაში ან ქვაბში. კერძის შემადგენლობაში შედის ვეფხვის ყველა საყვარელი საკვები - მარცვლეული, ხორცი, ბოსტნეული.
ინგრედიენტები:
1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
350 გრ ღორის ხორცი;
150 გრ ბეკონი;
250 გრ შამპინიონი;
1 ცალი წიწაკა;
1 ცალი სტაფილო;
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
2 ჭიქა წყალი;
მარილი და სანელებლები გემოვნებით.
ხორცი, ბეკონი და სოკო დავჭრათ პატარა კუბებად, ნიორი დანით წვრილად დავჭრათ. მცენარეულ ზეთში ტაფაში შევწვათ ხორცი მაღალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავუმატოთ სოკო და ნიორი და მოვშუშოთ კიდევ 3 წუთი. ამასობაში მოვამზადოთ ბოსტნეული.
სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებად, წიწაკა -კუბებად. გადავიტანოთ ბოსტნეული ტაფაზე ხორცთან და სოკოსთან. ბრინჯი წინასწარ მოვხარშოთ, შემდეგ შევურიოთ მარცვლეული ინგრედიენტებთან ერთად ტაფაში, დავამატოთ წყალი და ვადუღოთ, სანამ დარბილდება. ზემოდან მოვრთოთ მწვანილით.
ტუნას სალათა
ინგრედიენტები:
1 ქილა ტუნას კონსერვი;
100 გრ მყარი ყველი;
4 ცალი მოხარშული კვერცხი;
1 ცალი ხახვი;
1 ცალი სტაფილო;
მაიონეზი;
მწვანილები.
მოხარშული სტაფილო და ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. კვერცხის გულები და ცილა ცალ-ცალკე გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაკონსერვებული ტუნა ჩანგლით დაანაწევრეთ, ხახვი კი დანით წვრილად დაჭერით.
შემდეგ თითოეულ ფენას მაიონეზი მოასხით. ჯერ დადეთ თევზი, შემდეგ გახეხილი ცილა, ხახვი, ყველი და კვერცხის გულები. ფენების თანმიმდევრობა შეიძლება განმეორდეს. ზედა ფენა დაფარულია მაიონეზის ბადით და მორთულია მწვანილებით.
ყურძნისა და რუკოლას სალათა
ამ რეცეპტით მომზადებული ვეგეტარიანული სალათა ხორცისმჭამელებსაც მოეწონებათ. მას აქვს დახვეწილი და უჩვეულო გემო.
ინგრედიენტები:
200 გრ ყურძენი;
რუკოლა;
1 ცალი ავოკადო;
50 გრ მოხალული ნიგოზი;
1 ცალი პატარა ხახვი;
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
1 ს.კ. ბალზამიკო;
1 ს.კ. თაფლი;
მარილი. წიწაკა;
ბროწეულის მარცვლები დეკორაციისთვის.
რუკოლას ფოთლები დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, ყურძნის მარცვლები გავჭრათ შუაზე. ავოკადო დავჭრათ კუბებად, წვრილად დავჭრათ ნიგოზი. ხახვი დავჭრათ თხელ რგოლებად და ვადუღოთ ბალზამიკოში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ყველა ინგრედიენტი ავურიოთ, მოვასხათ ზეთი. სალათას ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.