ეჭვები ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ქორწინების შესახებ ცოტა ხნის წინ გაჩნდა, როცა 49 წლის მსახიობი ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიას სტუმრობდა და ბეჭედს არჩევდა. ვარაუდი, რომ ბენი აპირებს, საყვარელ ქალს ხელი სთხოვოს, კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც ის ჯენიფერის სახლთან კლასიკურ სამოსში ჩაცმული გამოჩნდა.
ბენ აფლეკი ყოველდღიურ ცხოვრებაში სპორტულ სტილსა და სამოსს ანიჭებს უპირატესობას. პაპარაცების მიერ გადაღებულ თითქმის ყველა კადრში ის კედებითა და ამოჩემებული კუბოკრული პერანგითაა, ამჯერად კი ის სმოკინგით დააფიქსირეს. მას ხელში საჩუქარი ეჭირა. ამ სურათმა წყვილის გულშემატკივრების აღფრთოვანება გამოიწვია: „როგორც იქნა, დადგა ეს დღე, ბენი ჯენიფერს ხელს სთხოვს“ - წერენ ისინი.