აშშ-ის მსოფლიო რანგის მსაჯი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მთავარი მსაჯი, პროდიუსერი, ქორეოგრაფი და მსახიობი გოჩა ჩერტკოევი გადაცემაში "ნოესთან" საკუთარ ბავშვობასა და ძმის გარდაცვალებას იხსენებს:
- დავიბადე თბილისში. ბოლო, მეხუთე შვილი ვიყავი და ჩემი მშობლებიც უკვე ხანშიშესულები იყვნენ. დედაჩემი იმ დროს 50 წლამდე იყო. ძალიან გათამამებული ბავშვი ვიყავი, ყველაფერს მიკეთებდნენ, იმიტომ, რომ ყველაზე პატარა ვიყავი. მაგრამ ესაა პრობლემა - როცა მშობლები უკვე ხანშიშესულები არიან, იმხელა განსხვავებაა თაობებს შორის, იმის გარდა, რომ ძალიან კარგი დედა და მამა იყვნენ, არანაირი კავშირი არ მქონდა მათთან. ამაში რაღაც ნეგატიურიცაა და პოზიტიურიც.
როგორიც ახლა ვარ, ასეთი ვიყავი ბავშვობაშიც. სულ 5 დედმამიშვილი ვიყავით. ჩემი ძმა გარდაიცვალა. ჩემი დებიდან ერთი ვლადიკავკაზშია. ეს მართლა მაბრაზებს. აბსოლუტური პატრიოტიზმის თემაა იმიტომ, რომ მთელი ჩემი არსებობით რუსეთს ბავშვობიდან პროტესტი გამოვუცხადე.
განაგრძეთ კითხვა