სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის პრინცესა, მეფე ალბერტის შვილიშვილი, 33 წლის მარია ლაურა გაბსბურგი ქორწინდებოდა. ეს ინფორმაცია სამეფომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა და მედიაში წყვილის საერთო ფოტოებიც გავრცელდა.
მარია ლაურა გაბსბურგის რჩეული ფინანსისტი უილიამ ისვია. მარიამ და უილიამმა კამერების წინ პოზირებისას კლასიკური სტილი მოირგეს. პრინცესას მუქი ფერის ყვავილებიანი კაბა ეცვა, ხოლო მის რჩეულს - ბორდოსფერი სვიტერი.