მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პიაჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ეპატაჟური პირადი ცხოვრებითა და ფოტოებით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ალექსანდრა სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა, რომელსაც ვიქტორია დაარქვა.
„ყველაზე გიჟური წელი მქონდა. როგორც ატყობთ, ყველაზე სიტყვაძუნწი გავხდი. რამდენი ხანია, 3-მეტრიანი პოსტები არ დამიწერია. ვინც საჭიროა, სულ ხაზზეა. მიყვარხართ ძალიან, გილოცავთ, ამ წელსაც რომ გაუძელით, კიდევ ერთი წლით უფრო ძლიერები, დაბრძენებულები და მშვენიერები ხართ. სხვა რა უნდა ვისურვო და გისურვოთ, მრავალფეროვანი, საინტერესო და დასამახსოვრებელი ცხოვრების გარდა 2022-ში“ - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.