აპრილის თვეში, სამეფო ოჯახში ტრაგედია მოხდა - ინგლისის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მეუღლე დაკარგა. ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის გარდაცვალებას მთელი ბრიტანეთი და მსოფლიო გლოვობდა, ბუკინგემის სასახლეს კიდევ ერთი კეთილშობილი და თბილი ადამიანი გამოაკლდა. ტრაგედიიდან თვეები გავიდა, ფოტოებიდან და ვიდეოებიდან კი ჩანს, რომ ელისაბედი ამ დანაკარგის დამალვას ცდილობს, თუმცა, ძალიან განიცდის და მუდამ მის უკან მდგომ, მომღიმარ ფილიპს ეძებს, დედოფალს მეუღლე ენატრება.
ახალი წელი და შობა ბუკინგემის სასახლეშიც მოვიდა. როგორც წესი, ამ დროს, დედოფალი მთელ ბრიტანეთს ჯერ შობას, შემდეგ კი, ახალ წელს ულოცავს ხოლმე, 95 წლის მონარქმა წელს საშობაო მილოცვა მარტომ, ფილიპის გარეშე ჩაწერა. 25 დეკემბერს, დედოფალმა ფილიპის გარდაცვალების შემდეგ, დიდ დანაკარგზე პირველად ისაუბრა. სამეფო წესების თანახმად, გლოვის დღეს ცერემონიაზე ტირილი ყველა სამეფო ოჯახის წევრს ეკრძალება, ამის გამო, დედოფალი გაკიცხეს და სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ მეუღლის გარდაცვალება დედოფლისთვის არც ისე მტკივნეული აღმოჩნდა, თუმცა 25 დეკემბერს წარმოთქმულმა სიტყვამ ბრიტანეთის ჟურნალ-გაზეთები სხვანაირად აალაპარაკა.
განაგრძეთ კითხვა