მედია კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამის შესახებ წერს. ფრანგული გამოცემების ცნობით, ახალი ვარიანტი საფრანგეთში აღმოაჩინეს და მას ამ დროისთვის მოიხსენიებენ, როგორც - B.1.640.2-ს.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, აღწერილია ახალი ვარიანტის 12 შემთხვევა. ის სამხრეთ საფრანგეთში გავრცელდა. მკვლევარები ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი საფრანგეთში კამერუნიდან დაბრუნებულ პირს აღმოაჩნდა და სწორედ მისგან გავრცელდა.
განაგრძეთ კითხვა