საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა, „ფეისბუქზე“ კადრები საახალწლო ფოტოსესიიდან გამოაქვეყნა.
ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის გაპრემიერების შემდეგ ინტერვიუებისგან თავს იკავებს და კამერების წინ გამოჩენასაც ერიდება, თუმცა სოციალურ ქსელში ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. პრემიერისა და მისი მეორე ნახევრის ერთობლივი ინტერვიუ რამდენიმე თვის წინ “იმედის” ეთერში შედგა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ საკუთარი ჩაცმულობით არაერთ ღონისძიებაზე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამჯერად კი დიდი მოწონება მისმა ოჯახურმა ფოტოსესიამ დაიმსახურა.